სიზმრების ახსნა "ყ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

ყ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ყავა - სიზმარში ყავის დალევა ნიშნავს, რომ მოისმენთ მეგობრის უარყოფით აზრს ქორწინებაზე თქვენი განზრახვის შესახებ. დაოჯახებულ ხალხს ასეთი სიზმარი უქადის ხშირ კონფლიქტს. ყავის ბიზნესის წარმოება, განსაკუთრებით მისით ვაჭრობა, მაუწყებელია საქმიან სფეროში ჩავარდნისა; მაგრამ თუ ყიდულობთ ყავას, ადვილად შეძლებთ თქვენი კრედიტის შენარჩუნებას.

    თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ან ადუღებს ყავას, ის შეიძება იქცეს მითქმა–მოთქმის საგნად, თუ არ მოიქცევა წესიერად. ახალგაზრდა ქალისათვის მოხალული ყავის ნახვა ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავი აარიდოს ცოდვას მისთვის ნაკლებად ცნობილ ადამიანზე მომგებიანად გათხოვების შედეგად. დაფქვილი ყავა–თქვენ გყავთ ხილული მტრები, რომლებიც არ დაგინდობენ და იბრძოლებენ თქვენს ბოლომდე გასანადგურებლად.

  • ყავარჯნები - თუ სიზმარში გადაადგილდებით ყავარჯნებით, რეალურ ცხოვრებაშიც, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც საყრდენი. სხვების ნახვა ყავარჯნებით იმის ნიშანია, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ხანგრძლივი სამუშაოს შედეგით.

  • ყაყაჩო - ყაყაჩო სიზმარში ნიშნავს კმაყოფილებასა და სასიამოვნო საქმიანობას, რომელიც არასანდო აღმოჩნდება. ყაყაჩოს სუნის შეგრძნება–გახდებით ტყუილი მოლაპარაკებისა და ცბიერების მსხვერპლი.

    სიზმარში ხაშხაშის ჰიპნოზურად მოქმედება ჩაგაგდებთ უცნაურ მდგომარეობაში, როცა ადამიანის რეალური არსებობა უკან რჩება და ის მიისწრაფვის სხვა სფეროებისაკენ. ეს ჰგავს ჩვეულებრივ სიზმარს, მაგრამ ასეთ სიზმარში ნანახი სურათები მატერიალური ობიექტებისათვის არ შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად.

  • ყბები - მძიმე, საშნელი შესახედავი ყბები მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებენ. თუ გესიზმრებათ, რომ მტაცებელი ცხოველი ყბებში მოგიქცევთ, ცხადში თქვენი მტრები სერიოზულ დარტყმას მოგაყენებენ. თუ სიზმარში ყბები გტკივათ, ცხადში, კლიმატის გამოცვლის მიზნით, სხვა ქვეყანაში გადახვალთ საცხოვრებლად. თუ სიზმარში ყბები მოგეღრიცათ, ე.ი. მეგობრების შურისძიება და უპატიოსნო საქციელი მწარე ტკივილს მოგაყენებთ. ქალისათვის ეს სიზმარი უცაბედი წყენის ნიშანია, რომელსაც მას მეგობრები მიაყენებენ.

  • ყელი - სიზმარში ჯანმრთელი და ლამაზი ყელის ნახვა გპირდებათ მატერიალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუ სიზმარში გტკივათ ყელი–თქვენ შეცდით მეგობარში და ეს მალე უსიამოვნებას მოგიტანთ.

  • ყელსაბამი - თუ ქალი სიზმარში საჩუქრად მიიღებს ყელსაბამს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ეყოლება შესანიშნავი მეუღლე და ექნება მშვენიერი ოჯახური გარემო. ყელსაბამის დაკარგვა მოასწავებს მძიმე დანაკლისს. თუ ქალი ატარებს ძვირფას ყელსაბამს, მას ეყოლება თაყვანისმცემლები, მაგრამ მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ისინი გულახდილნი არ იქნებიან საკუთარ გრძნობებში.

  • ყვავი - ყვავის ნახვა, ჩვეულებრივ, სამწუხარო მოვლენაა. მისი ჩხავილის გაგონება–თქვენზე ვიღაცის ცუდი გავლენაა, რომლის გამოც თქვენ სწორად ვერ განაგებთ საკუთრებას. ახალგაზრდა მამაკაცს ეს სიზმარი მიუთითებს, რომ ის წამოეგება ქალის ეშმაკობას, გოგონას კი აფრთხილებს შეყვარებულის ღალატზე.

  • ყვავილები - ახალი ყვავილები სიხარულსა და კეთილდღეობას მოასწავებენ. თეთრი ყვავილები–სევდას ნიშნავს, დამჭკნარი–უსიამოვნებებს. თუ გოგონა სიზმარში სხვადასხვა ყვავილებისაგან შეკრულ თაიგულს მიიღებს საჩუქრად, მას ბევრი თაყვანისმცემელი გაუჩნდება. თუ ყვავილები უნაყოფო მიწაზეა ამოსული, ეს სევდის ნიშანია, რომელთანაც გამკვლავებას თქვენი ნებისყოფისა და ოპტიმიზმის მეშვეობით მოახერხებთ.

  • ყველი - სიზმარში თუ ყველს ჭამთ–დიდი დარდის გადატანა მოგიწევთ.

  • ყინული - ყინული სიზმარში მოასწავებს საკმაო უსიამოვნებებს: ბოროტი ადამიანები შეეცდებიან ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რათა გავნონ თქვენთვის ყველაზე ძვირფას საქმეში. სუფთა წყლის ნაკადზე მოცურავე ყინული ნიშნავს, რომ თქვენს ბედნიერებას ბოლოს მოუღებს ეჭვიან მეგობართა გაღიზიანება. სიარული ყინულზე–თქვენს რეპუტაციას რისკის ქვეშ დააყენებთ წუთიერი მხიარულების გამო.

    ლოლუები სახლის სახურავზე მოასწავებს სიღატაკესა და ღარიბულ ცხოვრებას. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს ჯანმრთელობის გაუარესებას. ლოლუები მარადმწვანე ხეებზე იმის ნიშანია, რომ თქვენს ბრწყინვალე მომავალს უდიერად მოექცევიან, რაც ძალიან გაგაბრაზებთ. თუ სიზმარში თვითონ აკეთებთ ლოლუებს–თქვენი ეგოიზმითა და პატივმოყვარეობით ავნებთ საკუთარ თავს.

    თუ სიზმარში აკნატუნებთ ლოლუებს–ავად გახდებით. მასვე გპირდებათ სიზმარი, რომელშიც ყინულიან წყალს სვამთ. ყინულიან წყალში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ კმაყოფილებას, რომელიც უცებ შეწყდება გაუთვალისწინებელი გარემოების გამო.

  • ყუთი - სხვადასხვა ნივთებით სავსე ყუთი დიდძალ ქონებას და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობას გიქადით. თუ სიზმარში ყუთი გახსენით და ის ცარიელი აღმოჩნდა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალზე სავალალო იქნება. ფულით სავსე ყუთი იმის ნიშანია, რომ კარგა ხნით შეიძლება დაივიწყოთ საქმეები და თქვენი დრო მთლიანად დასვენებას დაუთმოთ.

  • ყურები - თუ სიზმარში ყურები ნახეთ, იცოდეთ, თქვენი არაკეთილისმსურველები ყოველ თქვენს სიტყვას თვალყურს ადევნებენ, ცდილობენ, იპოვნონ მიზეზი არა მარტო იმისათვის, რომ რაიმე დაგაბრალონ, არამედ მოგაყენონ შეურაცხყოფა.

  • ყურძენი - ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ თქვენ გაჭირვება გამოგწვრთნით. თუ ხედავთ ფოთლებს შორის მტევნებს–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას საზოგადოებაში და სხვებთან ერთად გაინაწილებთ ყველა სიკეთეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ძალიან ბევრს ჰპირდება. ის ასრულებს სანუკვარ ოცნებას.

    ვაზებს შორის ცხენით სიარული და დროდადრო მწიფე ნაყოფის მოწყვეტა–მაუწყებელია შემოსავლიანი სამსახურისა და თქვენი ოცნების ასრულებისა. თუ სიზმარში ყურძენი არასასიამოვნოდ მოგეჩვენებათ, მართალია, გეწვევათ შიში და ეჭვები, მაგრამ თქვენ ხელახლა მოიპოვებთ სულიერ წონასწორობას.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა