სიზმრების ახსნა "ხ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

ხ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ხალიჩა - ხალიჩა სიზმარში ნიშნავს შენაძენს და შეძლებულ მეგობარს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. სიარული ხალიჩაზე ბედნიერება და გალაღებაა. ხალიჩის ყიდვა გიქადით დიდ შემოსავალს. თუ თქვენ ყიდით ხალიჩას, ცხადში მოგიწევთ სასიამოვნო და მომგებიანი მოგზაურობა. თუ ხალიჩა ესიზმრება ახალგაზრდა გოგონას, ის მალე გახდება მშვენიერი სახლის დიასახლისი.

  • ხანჯალი - ხანჯალი სიზმარში ნიშნავს უსიამოვნებას თქვენი მტრების მხრიდან. თუ ვიღაცას გამოგლიჯეთ ხელიდან ხანჯალი–თქვენ შეძლებთ, გავლენა მოახდინოთ მოწინააღმდეგეზე და თავიდან აიცილოთ უბედურება.

  • ხარახურა, ნაყარ–ნუყარი - ხარახურა ნიშნავს, რომ ის სამუშაო, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ, რთული და უინტერესოა, მაგრამ როცა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ, კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ხარახურას წვავთ, მოულოდნელად რაღაც შემოსავალი გაგიჩნდებათ. დამტვრეული ავეჯის გროვა იმის ნიშანია, რომ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი უბედურებამდე მიგიყვანთ.

  • ხარი - ხარის ნახვა სიზმარში გპირდებათ ლიდერობას თქვენს წრეში და ქალების თაყვანისცემას. თუ ხედავთ ნასუქ ხარს მწვანე საძოვარზე, ცხადში მიაღწევთ ისეთ მწვერვალს, რომელზეც არც კი გიოცნებიათ. თუ ხარი გამხდარია–ბედი ისეთი გულუხვი არ იქნება, მეგობრები კი ზურგს გაქცევენ.

    უღლისათვის კარგად შერჩეული ხარები ნიშანია ბდნიერი ქორწინებისა. თუ ხარები წყალს სვამენ სუფთა გუბურიდან ან ნაკადულიდან, მალე მიიღებთ დიდი ხნის ნაოცნებარ უძრავ ქონებას, ან შესაძლოა, დაიმსახუროთ ლამაზი და ერთგული ქალის კეთილგანწყობა; მაგრამ თუ ეს ქალს ესიზმრება–ის დაიპყრობს თავისი შეყვარებულის გულს.

  • ხაფანგი - თუ თქვენ სიზმარში აგებთ ხაფანგს–თქვენი მიზნების მისაღწევად ინტრიგაზეც კი წახვალთ. ხაფანგში გაებათ–მტრებს დაუთმობთ. თუ სიზმარში ხაფანგით იჭერთ რამეს, წარმატება გელით. ცარიელი ხაფანგი მიუთითებს წარუმატებლობაზე. გატეხილი ან ძველი ხაფანგი ნიშნავს ახლობლის შესაძლო ავადმყოფობას.

  • ხეები - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ახალგაფურჩქვნილ ხეს–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები და სურვილები ახდებიან. გამხმარი ხე გამოხატავს მწუხარებასა და დანაკარგს. ასვლა ხეზე ნიშნავს სწრაფ დაწინაურებას სამსახურში.

    სიზმარში მოჭრა ხე ან მიიღო ის ფესვიანად–ე.ი. თქვენ სულელურად გაფანტავთ თქვენს ძალებსა და სიმდიდრეს. ახალმოჭრილი მწვანე ხე ნიშნავს, რომ, მიუხედავად თქვენი ახლანდელი კარგი მდგომარეობისა, მაინც მოგელით უბედურება.

  • ხელბორკილები - საერთოდ, ხელბორკილები ან ბორკილები საშიშროების, ხიფათის ან ავადმყოფობის ნიშანია, თქვენ გარშემოც არასასურველი გარემო იქნება. თუ სიზმარში საკუთარ თავს ხედავთ ხელბორკილებით, ე.ი. არაკეთილმოსურნეთა გარემოში ხართ.

    თუ სხვას ხედავთ ხელბორკილებით–შეძლებთ ცუდ ზემოქმედებისაგან თავის დაცვას. ხელბორკილთაგან გათავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობათა დაძლევას.

  • ხელი - ლამაზი ხელები სიზმარში წარმატების ნიშანია–საზოგადოებაში სასურველ ადგილს დაიკავებთ. თუ ხელები მახინჯი და მოუვლელია, ეს იმედგაცრუებასა და სიღარიბეზე მიანიშნებს. ხელზე სისხლი ახლობლებზე იმედგაცრუების ნიშანია. თუ სიზმარში ხელი გაიჭერით, ვიღაც ისარგებლებს თქვენი ძალისხმევის შედეგებით.

    მოკვეთილი ხელი ცხოვრებაში მარტოობას ნიშნავს:გარშემომყოფნი ვერ გაიგებენ. თუ სიზმარში ხელი დაიწვით, ცხადშიწარუმატებლობა გელით და სიმდიდრისა და დიდების გზაზე დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ თმიანი ხელები, ე.ი. თქვენი მეგობრების წრეში მნიშვნელოვან ფიგურად ვერასოდეს იგრძნობთ თავს.

    თუ სიზმარში თქვენი ხელები ძალზე დიდად დაგესიზმრათ, სწრაფი აღმასვლა გელოდებათ; ხოლო თუ პირიქით–თქვენ დამარცხება გემუქრებათ.ხელებზე ჭუჭყი–გარშემომყოფთა მიმართ თქვენს უსამართლო დამოკიდებულებას მოასწავებს.

    სიზმარში ხელების დაბანა რაიმე სასიამოვნო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.

    თუ სიზმარში ქალი თავისი ხელებით ტკბება, ეს ნიშნავს რომ მამაკაცები მის მიმართ ვერ დარჩებიან გულგრილნი. თუ იგი სხვისი ხელების სილამაზით არის აღფრთოვანებული – მას ეჭვიანი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ სიზმარში მას ვინმე ხელით იჭერს, ე.ი. იგი რაღაც უკანონო ქმედებაში იქნება ჩარეული; თუ

    მას სიზმარში ვინმე ხელზე კოცნის, თავის რეპუტაციაზე ზრუნვა მოუწევს. თუ ხელში ცეცხლი უჭირავს და ამავე დროს ხელები ეწვება, ცხადში დიდ წარმატებას მიაღწევს და ბევრი ქვეშერმდომი ეყოლება. შეკრული ხელები სიძნელეების გადალახვას ნიშნავს. თუ თქვენ თოკების მოშვებას შესძლებთ, ამ შემთხვევაში სხვებს აიძულებთ ისეთ მოქცევას, როგორც თავად გსურთ.

  • ხელის ჩამორთმევა - თუ გოგონა გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ართმევს ხელს, ცხადში მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. მაგრამ თუ ეს დაძაბუნებული მოხუცია–ცხადში, იქ, სადაც მას გართობა ელოდა, იმედგაცრუება მოელის. თუ თქვენზე მაღალ ადამიანს ართმევთ ხელს, რაღაც სფეროში მოგიწევთ მეტოქეებთან შეჭიდება. თუ პირიქით–თქვენი სიკეთე და კეთილგანწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

  • ხელნაწერი - დაუმთავრებელი ან დაკარგული ხელნაწერი–ცხოვრებაში იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ხელნაწერი დასრულებულია და გარკვევით იკითხება, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აგიხდებათ. ხელნაწერზე მუშაობა თქვენს გეგმებს საფრთხის წინაშე აყენებს; მაგრამ თუ თავიდანვე სუფთად წერთ, შესაძლებელია, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ.

    თუ დაგესიზმრათ, რომ ხელნაწერი დაგიწუნეს, წარმატებას სწორედ იქ მიაღწევთ, სადაც გამარჯვების იმედი ნაკლებად გქონდათ. ცეცხლმოკიდებული ხელნაწერი კოლეგებში თქვენი ავტორიტეტის საგრძნობლად ამაღლებას მიანიშნებს.

  • ხელფასი - ხელფასის მიღება სიზმარში წარმატების მომტანია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახალ ბიზნესს იწყებენ. თუ თქვენ უხდით ხელფასს–გელით ვიღაცის უკმაყოფილება. თუ დაგიქვეითეს ხელფასი–გაფრთხილებაა, რომ თქვენ წინააღმდეგ უღირსად მოქმედებენ. სიზმარში ხელფასის მომატება–ცხადში არაჩვეულებრივი შენამატია ნებისმიერი ოჯახისათვის.

  • ხერხი - თუ სიზმარში ხელის ხერხით ხერხავთ, ე.ი. თქვენ საქმიანი და ენერგიული ადამიანი ხართ და შეგწევთ უნარი, თქვენი ოჯახი უზრუნველყოთ. მექანიკური ხერხი ნიშნავს, რომ მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი გახდებით და დიდძალი მოგება გექნებათ. თუ ასეთი სიზმარი ქალს ესიზმრება, ცხადში ყველა მის რჩევებს გაითვალისწინებს.

    დაჟანგული ან გატეხილი ხერხი უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ თქვენ სიზმარში დაკარგეთ ხერხი, დასაწყისშივე უიმედო იდეას მოკიდებთ ხელს; ხერხის წკრიალი ოჯახში სიუხვეს მოასწავებს; თუ მოულოდნელად იპოვეთ ძველი ხერხი, შეძლებთ წარმატების დაბრუნებას. ხერხის მხრით ტარება ნიშნავს, რომ თქვენ საპასუხისმგებლო სამუშაოს დაგავალებენ.

  • ხვევნა, ჩახუტება - თუ ქალი სიზმარში ეხვევა ქმარს–ოჯახურ უთანხმოებას ნიშნავს, განსაკუთრებით, თუ დადარდიანებული ეხვევა; ახლობლების ხვევნა–ავადმყოფობასა და ჩხუბს მოასწავებს. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ იგი ეხვევა საყვარელ პიროვნებას, სიზმარი იგივეს უქადის. თუ თქვენ ეხვევით ვინმეს და სიხარულით გევსებათ გული, ბედნიერებას ელოდეთ. თუ უცნობ ადამიანს ეხვევით–მოულოდნელი სტუმრები გეყოლებათ.

  • ხველება - სიზმარი, რომელშიც გაწუხებთ განუწყვეტელი ხველა, მეტყველებს თქვენს ცუდ მდგომარეობაზე, მაგრამ ყველაფერი კარგად შეიცვლება, თუ სიზმარში გაიკურნეთ თქვენს თავზე სისტემატური ზრუნვით. თუ სიზმარში სხვები ახველებენ, ეს მოასწავებს უსიამოვნებებს, რომლებსაც, ბოლოს და ბოლოს გაუმკლავდებით.

  • ხილი - სიზმარში მწიფე ხილი ხეებზე ნათელ მომავალს, ხოლო მკვახე–ტყუილ ფაციფუცსა და საქმეებს მოასწავებენ. თუ სიზმარში ხილით ვაჭრობთ, ცხადში მსხვილ, მაგრამ არასარფიან გარიგებას შემოგთავაზებენ. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი გადამწიფებულ ხილს მიირთმევს, მას მორალური დაცემა და ნაანდერძევის დაკარგვა ემუქრება.

  • ხმა - სიზმარში სასიამოვნო, მშვიდი ხმის მოსმენა მაუწყებელია შერიგებისა და თანხმობისა: გაბრაზებული ხმის მოსმენა მიგანიშნებთ უსიამოვნებაზე. ტირილის გაგონება–თქვენი თავშეუკავებლობით გულს ატკენთ ახლობელ ადამიანს.

    ღმერთის ხმა სიზმარში მოგიწოდებთ სულიერი სრულყოფისაკენ, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვევს გარშემომყოფთა აღიარებასა და პატივისცემას. თუ დედას სიზმარში ესმის თავისი შვილის ხმა–მზად უნდა იყოს სიღარიბის სიძნელეებისა და დიდი ვალებისათვის.

    უბედურების მაუწყებელი ნიშანი ან ვიღაცის გამაფრთხილებელი ხმა მიგანიშნებთ მოახლოებულ უბედურებაზე თქვენთვის ან თქვენი ახლობლისათვის. თუ თქვენ იცინით, ეს ხმა მიგითითებთ უბედურ შემთხვევაზე ან ავადმყოფობაზე, მაგრამ არა სიკვდილზე ან დიდ დანაკარგზე.

  • ხომალდი - სიზმარში ხომალდის ნახვა მაუწყებელია პატივისა და წოდების მოულოდნელი მონიჭებისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს. თუ სიზმარში გაიგებთ ხომალდის მსხვრევის ხმას, ელოდეთ საქმის ცუდ შემობრუნებას–მეგობარი გაგყიდით.

    თუ სიზმარში გრძნობთ, რომ იღუპებით ხომალდის ჩაძირვის დროს, ცხადში სიტუაცია ძალიან ახლოს იქნება იმასთან, რომ თქვენი სიცოცხლე ან ღირსება აღმოჩნდეს კითხვის ქვეშ.

    ხომალდის ნახვა მღელვარე ზღვაში ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ჩხუბის დარეგულირებას და შეშფოთებით დაიწყებთ გზების ძიებას, თუ როგორ დაფაროთ საზოგადოებისაგან ინტრიგები იმ დროს, როცა თქვენი მტრები შეეცდებიან თქვენს მხილებას.

    ნახვა, თუ სხვები როგორ განიცდიან ხომალდის დაღუპვას, გეუბნებათ: ტყუილ–უბრალოდ შეეცდებით თქვენი მეგობრის დაცვას უპატიოსნებისაგან.

  • ხორბალი - ხორბლის ფართო მდელოები საქმიან სარბიელზე დიდი წარმატების მაუწყებელია. დაუმწიფებელი ხორბალი ბედის თქვენკენ შემობრუნებას გაუწყებთ. კარგად დამწიფებული ხორბალი სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებას მოასწავებს. სუფთა და მსხვილი თავთავები სიუხვის ნიშანია. ხორბალი ტომრებში ნიშნავს თქვენი მიზნების ასრულებასა და დიდ წარმატებას.

    თუ სიზმარში ხორბალს ფშვნით და გემოს უსინჯავთ–სურვილის ასასრულებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. თუ ციცაბო კლდეზე ადიხართ და თან ხორბლის ღეროს ეჭიდებით სამსახურში თქვენს საუკეთესო თვისებებს გამხოხობი ცოცხალი ხოხობი–ძლიერი და მტკიცე მეგობრობის სიმბოლოა. თუ ხოხბის კერძს მიირთმევთ, ეჭვიან ცოლს შეუძლია თქვენს მეგობრებთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს. ხოხობზე ნადირობა იმის ნიშანია, რომ მეგობრების გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთოავლენთ. თუ სიზმარში ნახეთ ხორბლის ბეღელი, რომელშიც სველი ხორბალია–დიდძალი ფულის დანაკარგი გელით, რადგან მისი დაგროვებისას დაგავიწყდათ გეზრუნათ თქვენი უფლებების დაცვაზე.

  • ხოხვა - თუ მიწაზე ხოხვისას გადაიჭერით ხელი, ცხადში საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ მიხოხავთ ქვებზე, ე.ი. ვერ გამოიყენეთ ბედისაგან ნაბოძები შანსი. თუ ქალს ესიზმრება ასეთი სიზმარი, წინდახედულად არ მოიქცევა, შეყვარებულს დაკარგავს. ჭაობზე სხვა ადამიანებთან ერთად ხოხვა საქმეების წახდენაა: შესაძლოა, საზოგადოებამ გაგკიცხოთ და აღარ გენდოთ.

  • ხსნა, თავის გადარჩენა - სიზმარში თავიდან აიცილოთ დაჭრა ან უბედური შემთხვევა–კარგი ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში მოაწყვეთ საპატიმროდან გაქცევა–ეს ნიშნავს თქვენს წინსვლას მეწარმეთა საზოგადოებაში.

    ინფექციური ავადმყოფობისაგან თავის დაღწევა–ჯანმრთელობისა და სიმდიდრის საწინდარია. თუ შენი გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, თქვენ იზარალებთ მტრების ინტრიგით, რომლებიც ცილს დაგწამებენ და მოგატყუებენ. თუ სიზმარში თავი დააღწიეთ რაღაც საშიშროებას, სინამდვილეში თქვენ დაგემუქრებათ უბედურება, რომელსაც მინიმალური დანაკარგებით გაართმევთ თავს. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გამოდიხართ მხსნელად, ცხადში ჩაიდენთ რაიმე კეთილ საქციელს, რომელიც განაპირობებს .




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა