ვ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
ვაგონი - ვაგონი თუ დაგესიზმრათ–ძალიან მალე წახვალთ სამოგზაუროდ. ვაგონში შესვლა მიგანიშნებთ, რომ მგზავრობა, რომელსაც აპირებდით, მთლად ისე არ ჩაივლის, როგორც გეგონათ. დაგვიანება მატარებელზე–გეგმები ჩაგეფუშებათ. თუ სიზმარში გამოდიხართ ვაგონიდან, წარმატებას მიაღწევთ საინტერესო საქმეში, რითაც შეგიძლიათ თავს გამარჯვება მიულოცოთ.
სიზმარში საძილე ვაგონის ნახვა ნიშნავს, რომ კეთილდღეობის მისაღწევად თქვენი მოქმედება გააქტიურდება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ თქვენი ეგოისტური პრინციპები.
სიზმარში ტრამვაის ნახვა გაფრთხილებაა: ვიღაცა დაინტერესებულია, უსიამოვნება მოგაყენოთ. ტრამვაით მგზავრობა–ეჭვიანობა დაანგრევს თქვენს ბედნიერებას.
მოძრავი ტრამვაის ბაქანზე დგომა ნიშნავს, რომ გინდათ განაგრძოთ ძალზე სახიფათო საქმე, მაგრამ თუ მგზავრობა კარგად დასრულდება, ე.ი. წარმატება გელით. თუ ტრამვაის პლატფორმა ძალიან მაღალია–საშიშროება უფრო დამაჯერებელია, მაგრამ თუ ძალიან მაღალი არაა, ადვილად მიაღწევთ მიზანს.
ვალი, ფულის სესხება - ვალის აღება სიზმარში საკმაოდ ცუდია. ის წინასწარმეტყველებს ხელმოცარულობას საქმეებში და ბრძოლას მატერიალური კეთილდღეობისათვის, მაგრამ თუ გაისტუმრეთ ყველა ვალი, მაშინ ცხადში თქვენი საქმე საკეთილდღეოდ შემოტრიალდება.
თუ ბანკირს ესიზმრება, რომ ვალს იღებს სხვა ბანკირისაგან, ცხადში მის ბანკს კრახი ემუქრება, თუ არ გაითვალისწინებს სიზმრის გაფრთხილებას. თუ სიზმარში თქვენგან იღებენ სესხს–დახმარებას მიიღებთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ; ჭეშმარიტი მეგობრები არ მიგატოვებენ.
ვალსი - წყვილის ტრიალი ვალსის დროს–მომასწავებელია საყვარელ, მაგრამ ავანტიურის მოყვარე ადამიანთან სასიამოვნო ურთიერთობისა.
თუ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავს–მას ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, რომელთაგან არცერთი ხელს არ სთხოვს. თუ მისი შეყვარებული სიზმარში მის მეტოქეს აცეკვებს, ცხადში მან უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და თავშეკავება მსგავს სიტუაციაში.
ვარდები - თუ სიზმარში გაშლილ ვარდებს ხედავთ, ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები და საყვარელი ადამიანის ერთგულება გელით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი ვარდებს კრეფს, მას მალე ხელს სთხოვენ და ისიც დასთანხმდება.
დამჭკნარი ვარდები იმაზე მიუთითებენ, რომ თქვენ სიყვარული გაკლიათ. თეთრი ვარდები, რომლის ფოთლებზე ნამის არცერთი წვეთიც კი არ არის გაფრთხილებთ მოსალოდნელ ავადმყოფობაზე. ვარდის სურნელი სიზმარში სუფთა და უღრუბლო ცხოვრებასა და სიხარულს ნიშნავს, ვარდის კვირტები კი მყარი მატერიალური კეთილდღეობის ნიშანია.
გამხმარი ვარდის ბუჩქი–ახლობლის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. წითელი ვარდები–ოცნების ასრულებაა; მაგრამ თუ შეყვარებულ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თმებში იწნის წითელ ვარდებს–მას შეყვარებული მოატყუებს. თუ სიზმარში გაჩუქებენ წითელ ვარდების თაიგულს და ეს გაზაფხულზე მოხდება–წარმატება გელით, ზამთარში–ხანგრძლივი და ტყუილი მოლოდინია.
ვარსკვლავები - თუ სიზმარში უყურებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ეს გპირდებათ ჯანმრთელობასა და გახარებას. თუ ვარსკვლავები თქვენს სიზმარში ბუნდოვანი და მეწამულია–მაუწყებელია მომავალი ხიფათისა და უბედურებისა. თუ ხედავთ ვარსკვლავის აალებას ან მის მოწყვეტას, მოიწყენთ და დამწუხრდებით.
თუ გესიზმრათ იდუმალად აალებული და მიმქრალი ვარსკვლავი, ახლო მომავალში მოგელით უცნაური მოვლენები და ცვლილებები. თუ დაგესიზმრათ, რომ ვარსკვლავი პირდაპირ თქვენ დაგეცათ–თქვენს ოჯახს მოელის მძიმე დანაკარგი. თუ ხედავთ, რომ ვარსკვლავი დედამიწის გარშემო ბრუნავს, ნიშანია გლობალური კატასტროფებისა და განკითხვისა.
ვაშლები - მწიფე, წითელი ვაშლები მწვანე ფოთლებში–ძალზე კარგი სიზმარია, მაგრამ თქვენ გადაწყვეტლების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. თუ თქვენ ჭიან ვაშლებს ჭამთ, თქვენი საქმეები უარესობისაკენ შეიცვლება. თუ ვაშლები მაღლა ხეებზე იზრდება, ეს იმის გამაფრთხილებელია, რომ თქვენი შესაძლებლობები და სურვილები უნდა შეათანხმოთ ერთმანეთთან. ჩამოსავარდნად მომზადებული ვაშლები–გაფრთხილებაა ქლესა ადამიანებისაგან თავდაცვაზე. ჭკვიანი ვაშლები–თქვენი უშედეგო საქმიანობის ნიშანია.
ვაჭრობა - სიზმარში ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ ყველა გაბედულ წამოწყებას წარმატება ელის. თუ სიზმარში ვაჭრობა არც ისე წარმატებულად მიდის, მაშინ დაგეუფლებათ ნაღველი და ჯავრი.
ველოსიპედი - ველოსიპედით გორაკზე ასვლა ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ძირს ეშვება, ის უნდა გაუფრთხილდეს სახელს: უბედურება შეიძლება სადღაც გვერდით იყოს.
ვენახი - ვენახის ნახვა ხიზმარში მოასწავებს თქვენი საქმეების კარგად წარმართვასა და ბედნიერებას. ვენახი, რომელიც მოუვლელია და ცუდი სუნიც დგას, ნიშნავს, რომ თქვენი კარგი ცხოვრება არ შედგება. ლამაზი ვაზების ყურება გპირდებათ წარმატებასა და ბედნიერებას. ჯანმრთელობა ელის მას, ვინც ნახავს ვაზის ყვავილობას. გამხმარი ვაზის ნახვა კარგს არაფერს მოასწავებს.
ვეფხვი - თუ სიზმარში ვეფხვი თქვენზე შემოხტომას აპირებს, წინ წარუმატებლობა და სასოწარკვეთილება გელოდებათ; მაგრამ, თუ თქვენ აიცილებთ თავდასხმას, ან ვეფხვს მოკლავთ, მაშინ ცხადში, ყველაფერში, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ, წარმატება გელით.
გაქცეული ვეფხვი მტრებზე გამარჯვებას ნიშნავს. გალიაში მჯდომარე ვეფხვი გეუბნებათ, რომ შეძლებთ თქვენი კონკურენტების თქვენს ნებაზე თამაშს.
ვეშაპი - სიზმარი, რომელშიც ვეშაპი უახლოვდება გემს, სიმბოლოა ბრძოლისა, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ვალდებულებასა და აუცილებლობის არჩევანის წინაშე თქვენი ქონების დაკარგვის საფრთხის დროს. თუ ვეშაპი მოკლულია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს სასურველსა და არსებულს შორის და მიაღწევთ წარმატებას, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს. თუ ნახეთ, რომ ვეშაპი თავს დაესხა ხომალდს და გადააბრუნა იგი, გელით მთელი რიგი უბედურებისა, თვით კატასტროფის ჩათვლითაც კი.
ვიზიტი - თუ თქვენ სიზმარში ვიღაცას მოინახულებთ, ცხადში შეიძლება სასიამოვნო რაღაც შეგემთხვეთ. თუ ვიზიტისას უხერხულობას გრძნობთ, მაშინ თქვენს გულს დაამძიმებს ბოროტი ადამიანების ჩარევა თქვენს ცხოვრებაში. მეგობრების მონახულება სიზმარში ყოველთვის კარგის მომასწავებელია. ცუდ ნიშნად გვევლინება თქვენი მეგობრების მხოლოდ დაღლილი, მოწყენილი სახეები, ასევე მათი თეთრი ან შავი ტანსაცმელი.
ვირთხა - ვირთხების ნახვა ნიშნავს მეზობლების მოტყუებასა და გაბრაზებას, ასევე, კომპანიონებთან შესაძლო ჩხუბს, მაგრამ თუ შეძლებთ ვირთხის დაჭერას ან მის მოკვლას, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდებით არაკეთილისმსურველებს. ვირთხის მოკვლა ყოველთვის საქმეში გამარჯვების ნიშანია.
ვირი - ვირი გიქადით უსიამოვნებებსა და წინააღმდეგობებს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. თუ ვირი ყროყინებს, მძიმე სამუშაო გელით, რომელიც დიდ გამძლეობას მოითხოვს თქვენგან; თუ სიზმარში ვირს გაურბიხართ–ვიღაც ჭორებს გაგივრცელებთ; ვირის ხმამაღალი ყროყინი შეურაცხყოფას გიქადით.
თუ ვირის ყროყინი შორიდან გესმით, ვალებს გაისტუმრებთ და გამდიდრდებით. ვირზე ჯდომა საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ, რის შედეგადაც თვალსაწიერს გაიფართოვებთ. თუ სხვები სხედან–ვირზე–თქვენს ახლობელს მძიმე ცხოვრება ელის. თუ ვირს აგდებთ–სახელი გაგიტყდებათ.
თუ ვირი ზემოდან დაგაწვათ, ე.ი. უბედურებაში, რომელიც გეწვევათ, დამნაშავე თავად იქნებით. თუ ვირი თავდაჯერებულად მიგყავთ–წარმატებით გადალახავთ რთულ სიტუაციას. ვირზე ამხედრებული ბავშვის დასიზმრება სიკეთეს მოასწავებს. მკვდარი ვირი გაფრთხილებთ შეცდომის დაშვების შესაძლებლობაზე.ვირიდან ჩამოვარდნა უბედურების მაუწყებელია.
სიზმარში ვირის რძის სმა ნიშნავს მოვალეობების უგულებელყოფით საკუთარი კაპრიზების ასრულებას. თუ სხვისი ვირი მოვიდა თქვენს სახლთან, წარმატება და იღბლიანი ქორწინება გექნებათ. თეთრი ვირი–სიყვარულით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებაა.
ვულკანი - ვულკანის დასიზმრების შემდეგ მოგიწევთ გააფთრებული კამათი, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს თქვენს, როგორც პატიოსანი მეწარმისა და წესიერი მოქალაქის, რეპუტაციას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი მიმანიშნებელია, რომ საკუთარი ეგოიზმი და სიძუნწე ჩააგდებს ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში.
სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.