სიზმრების ახსნა "ტ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

ტ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ტალახი - თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას.

  • ტალღები - სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ.

  • ტანსაცმელი - ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ.

    თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება.

    ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ.

    ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ.

    ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება.

    თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.

    თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა.

    ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება.

    ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით.

  • ტაქსი - ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ.

  • ტაძარი - დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ.

    მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში.

    ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.

  • ტახტი - თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

  • ტბა - თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას.

    თუ ქალს ესიზმრება, რომ ახალგაზრდა წყვილი რისკის ფასად მიაპობს მღვრიე ტალღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მისი მეგობარი ჩაიდენს არაკეთილშობილურ საქციელს, თუმცა შემდეგ ამას მოინანიებს. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად რაიმეთი ცურავთ სუფთა და წყნარ ტბაში–გელით სიმდიდრე და ბედნიერება, რომლისკენაც ასე მიილტვოდით.

    კლდეებისა და გამხმარი ხეების გარემოცვაში მოქცეული მღვრიე ტბა გიქადით თქვენი გეგმების სევდიან დასასრულს. ასეთივე ტბა, მაგრამ ყვავილოვანი ნაპირით გარემოცული, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მიმართოთ უსაფრთხო და საიმედო გზას. თუ ტბა წმინდაა, მაგრამ მცენარეები ნაპირებზე ნაკლებადაა ე.ი. თქვენს კეთილდღეობას ხელს უშლის თქვენივე დაუფიქრებლობა.

    თქვენი ანარეკლი სუფთა ტბაში გპირდებათ სიხარულსა და კარგ მეგობრებს. წყალზე არეკლილი ფოთლების დანახვა სიყვარულში წარმატების სიმბოლოა; თუ გესიზმრებათ ტბის მკაცრი ბინადარნი, რომლებიც მუქარით გიახლოვდებიან–ტყუილად დაკარგავთ დროს, ჯანმრთელობასა და ძალებს, ვიდრე არ მიხვალთ დაგვიანებულ მონანიებამდე.

  • ტელეფონი - ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით.

  • ტირილი - სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს.

  • ტკბილეული, ტკბილი გემო - სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ.

  • ტკივილი - თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ.

    თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში გული სტკივა, ცხადში მას დაამწუხრებს შეყვარებულის ყოყმანი. თუ ტკივილს გრძნობთ ზურგში, მაშინ თავისი გაუფრთხილებლობით ავად გახდება. თუ თავი სტკივა–დაბნეულობაა იმ რისკის გამო, რომელიც მან გასწია კონკურენტებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი სიზმრები ხშირად არაფერს არ ნიშნავენ, რადგან გამოწვეულია ფიზიკური მიზეზით.

    თუ სიზმარში ავად ხართ და საავადმყოფოში იმყოფებით, ეს არის ნიშანი თქვენ გარშემო ინფექციური ავადმყოფობის გავრცელებისა. ავადმყოფების მონახულება–უსიამოვნო ცნობაა.

  • ტორტი - ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ.

  • ტრაბახი - თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით.

  • ტუჩები - სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა, ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას.

    თხელი ტუჩები ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით მოსალოდნელ რთულ სიტუაციებს. დახეთქილი, დასიებული ტუჩები ნიშანია მომავალი უკეთური სურვილისა და გაჭირვებისა.

  • ტყავი, ტყავის ნაწარმი - თუ გესიზმრებათ ტყავის ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის თანდათანობითი მატებაა.

    თუ რაიმე ცხოველის ტყავი დაგესიზმრათ, ცხადში ნებისმიერ საქმეს სიყვარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ, თქვენი ცხოვრება კი უღრუბლო იქნება.

  • ტყე - ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ.

  • ტყვია - ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს მიანიშნებს.

    ტყვიის მადანი უბედურების ნიშანია და მისგან თავის დახსნა სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ გიბიძგებთ; თუ სიზმარში ტყვიის მადანს ეძებთ, ცხადში სამსახურის ხშირი ცვლა მოგიწევთ. გამდნარი ტყვია ნიშნავს, რომ თქვენი მოუთმენლობა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც წარუმატებლობას მოუტანს.

  • ტყუპები - სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა