სიზმრების ახსნა "შ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

შ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • შადრევანი - მზეზე მბრწყინავი შადრევანი გართობას, სიხარულსა და სასიამოვნო მოგზაურობას გიქადით. თუ შადრევანი ბურუსიან დღეს დაგესიზმრათ–გარშემომყოფთა არაგულწრფელი მოქმედების გამო დაზარალდებით. ამომშრალი შადრევანი უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი შადრევანს მთვარის შუქზე ხედავს, ცხადში მას ისეთი გართობა ელის, რომელიც, შესაძლოა, მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

  • შამპუნი - თუ სიზმარში შამპუნით იბანთ თავს, ცხადში შეეცდებით, ვიღაცის გამო, გარკვეულ ავანტიურაში მიიღოთ მონაწილეობა. თუ თავს პარიკმახერი ან სხვა ვინმე გბანთ–საოცარი მოგზაურობა გელით, რომლისგანაც უდიდეს კმაყოფილებას მიიღებთ,მაგრამ უნდა შეეცადოთ, რომ მშობლებმა და ახლო მეგობრებმა მისი ნამდვილი მიზეზი არ გაგიგონ.

  • შარვალი - თუ დაგესიზმრათ შარვალი, მიდრეკილება გექნებათ უღირსი საქციელისაკენ. თუ სიზმარში უკუღმა ჩაიცვით შარვალი, ცხადში აღმოჩნდებით ვიღაცის მიმზიდველობის ტყვეობაში.

  • შებრძოლება - თუ სიზმარში ვიღაცას ებრძვით, წააწყდებით სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ თუ ბრძოლისას მიაღწევთ გამარჯვებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას წარმატების გზაზე. საქმიან ადამიანებს ასეთი სიზმარი უქადის კამათს პარტნიორებთან. თუ სიზმარში უყურებთ ბრძოლას, ე.ი. ტყუილად კარგავთ დროსა და ენერგიას. ასეთი სიზმრის შემდეგ ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ ჭორაობისა და ავსიტყვაობისას. თუ გოგონა ხედავს თავის შეყვარებულს ბრძოლაში–ეს ნიშნავს, რომ იგი ღირსი არაა.

    თუ ბრძოლაში მარცხდებით, დაკარგავთ უფლებას საკუთრებაზე. თუ სიზმარში დასცემთ მოწინააღმდეგეს, მიუხედავდ ყველაფრისა, სწრაფად მიიღებთ პატივსა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში უყურებთ პისტოლეტებით დუელს, მომავალში გელით ხიფათი, თუმცა ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

  • შეთქმულება - სიზმარში თუ თქვენ ხართ შეთქმულების ობიექტი–არასწორად მოიქცევით რაღაც რთულ სიტუაციაში.

  • შეკითხვა - სიზმარში შეკითხვა რაღაცის ვარგისიანობის შესახებ ნიშნავს, რომ თქვენ ეჭვობთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე და მისი ხრიკებისადმი სიფრთხილეს გამოიჩენთ. სიზმარში რაღაც შეკითხვის დასმა ე.ი. სინამდვილეში იმოქმედებთ პრინციპულად და გამოიჩენთ სიმტკიცეს სიმართლის დასადგენად, საერთო ჯამში კი მიაღწევთ წარმატებას. თუ სიზმარში თქვენ გეკითხებიან, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში თქვენ უსამართლოდ მოგექცევიან.

  • შემოსავალი - თუ სიზმარში თქვენ იღებთ შემოსავალს, ე.ი. შეგიძლიათ უსიამოვნებანი მიაყენოთ ოჯახსა და მეგობრებს. თუ თქვენი ნათესავთაგანი იღებს მემკვიდრეობას–სიზმარი გპირდებათ წარმატებას.

    სიზმარში ქალისათვის შემოსავლის დაკარგვა ნიშანია ცხოვრებისეული იმედგაცრუებისა. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავალი საკმარისი არ არის, ელოდეთ უსიამოვნებას ნათესავებთან და მეგობრებთან. თუ სიზმარში იღებთ შემოსავლის მხოლოდ ნაწილს–ე.ი. გელით ხანმოკლე წარმატება, თუმცა თქვენ უფრო მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ.

  • შენობა - სიზმარში მშვენიერი შენობის ნახვა წინ ლამაზი გაზონით მოასწავებს ხანგრძლივ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობას.

    პატარა, ახლახან აშენებული სახლი ნიშნავს ოჯახურ ბედნიერებასა და შემოსავლიან საქმეს; მაგრამ თუ შენობა დანგრეული, ძველი და გადაქოთებულია, ელოდეთ ავადმყოფობას, საქმეების წახდენასა და ახლობლებთან ჩხუბს.

  • შერცხვენა, თავის მოჭრა - თუ სიზმარში შეგრცხვებათ თქვენი მეგობრების ან შვილების გამო. თქვენს ოცნებებს ახდენა არ უწერია. თუ თვითნ ხართ შერცხვენილი სიზმარში–ცხადში საკუთარი პრინციპების დათმობას და რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.

  • შეურაცხყოფა - ეს ცუდი სიზმარია. თუ გოგონას ესიზმრა, რომ იგი სახალხოდ შეურაცხყვეს. ე.ი. ვიღაც არაკეთილმოსურნე მისი ნდობით ისარგებლებს და შეავიწროებს; თუ თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს–გექნებათ წარუმატებლობა საქმეში და დარჩებით სახსრების გარეშე, ამის მიზეზი კი იქნება თქვენი სიჯიუტე და ის, რომ არ შეგიძლიათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. თუ სიზმარში თავს შეურაცხყოფილად თვლით, თქვენს ცხოვრებაში მოვლენები ისე წარიმართებიან, რომ თქვენ გვერდით მყოფნი უნდობლად მოგეკიდებიან.

  • შეყოვნება, დაგვიანება - თუ სიზმარში ვიღაც გაყოვნებთ, ან გესიზმრებათ, რომ აგვიანებთ–ასეთი სიზმარი ყურადღებას გამახვილებინებთ: სინამდვილეში, თქვენს გარემოცვაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს წარმატებაში ხელის შეშლას.

  • შეშინება - თუ თქვენ სიზმარში შეშინებული ხართ რაღაცით, ეს ნიშანია დროებითი ან სწრაფად წარმავალი მღელვარებისა.

  • შეხვედრა - სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა მოასწავებს შეფერხებას, დარდსა და შიშს. თუ ახალგაზრდა შეყვარებულები ხედავენ თავიანთ შეხვედრას, სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაციებაზე. ვიღაცასთან ჩაშლილი შეხვედრის ნახვა სიზმარში ნიშნავს სწრაფ და მოუფიქრებელ ნაბიჯს მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც მოიტანს უსიამოვნებებს.

  • შვილად აყვანა - სიზმარში ნაშვილები ბავშვები ან მათი დედობილ–მამობილის ნახვა–ე.ი. ცხადში უცნობი ხალხი დახმარებას გაგიწევთ. თუ სიზმარში თქვენ თვითონ იშვილეთ ბავშვები, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მოგიწევთ საცხოვრებელი ადგილის არც თუ ისე იღბლიანი შეცვლა.

  • შვილი (ბიჭი) - თუ თქვენ ბიჭი გყავთ და იგი ლამაზად და დამჯერად დაგესიზმრათ, შეგიძლიათ მისით იამაყოთ. თუ იგი ცუდად დაგესიზმრათ, მას შეიძლება ცუდი ამბავი შეემთხვეს. თუ დედას დაესიზმრა, რომ შვილი ჭაში ჩაუვარდა და მისი ყვირილის ხმა ესმის–ბევრი სიძნელე შეხვდება. თუ იგი სიზმარში მის გადარჩენას შეძლებს, უბედურება ასცდება, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

  • შთამომავლობა - სიზმარში შთამომავლობის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ, რომ იქნებით ბედნიერი და მხიარული: თქვენს სახლში სიხარული დამკვიდრდება და სტუმრიანობა გაგიხშირდებათ. შინაური ცხოველების შვილების ნახვა კეთილდღეობის ზრდას გულისხმობს.

  • შიმშილი - შიმშილის შეგრძნება სიზმარში ცუდი ნიშანია. სახლში ვერ ნახავთ ვერც მოსვენებას, ვერს სიმშვიდეს. შეყვარებულებისათვის კი ასეთი სიზმარი მოასწავებს უიღბლო ქორწინებას.

  • შიში - შიშის გრძნობა სიზმარში იმედგაცრუებასა და დანაკარგს მოასწავებს. შეშინებული ადამიანი უბედურებას ნიშნავს და ეს თქვენს ახლობლებს შეეხება. თუ დაგესიზმრათ, რომ დაწყებული საქმის გაგრძელების გეშინიათ, წარუმატებლობა გელით. შესაძლებელია, ამ სიტუაციებში ახლობლები დაგეხმაროთ.

  • შოკოლადი - შოკოლადის ფილა სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს ღირსეულ ცხოვრებას შეუქმნით. შოკოლადის კანფეტები კარგი ნიშანია: თქვენ საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან. ძველი შოკოლადები ჯანმრთელობის შერყევას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხელ შოკოლადს სვამთ, დარდები ჩამოგშორდებათ და ცხოვრება უკეთესობისაკენ შემობრუნდება.

  • შრომა - სიზმარში შინაური ცხოველის ნახვა, რომელიც დაკავებულია მძიმე შრომით, ნიშნავს წარმატებას, რომელსაც მიაღწევთ კოლეგების უსამართლო დამოკიდებულების ხარჯზე. თუ გესიზმრებათ, რომ ხალხი შრომობს, თამამად შეგიძლიათ დაამყაროთ იმედი თქვენს ჯანმრთელობაზე და გელით წარმატება. თუ სიზმარში თქვენ თვითონ გულმოდგინედ მუშაობთ, მაშინ ცხადში თქვენს ყოველ ინიციატივას ექნება შესანიშნავი გაგრძელება. ფერმერს ასეთი სიზმარი უქადის კარგ მომავალს.

  • შტორმი - ძლიერი შტორმი–დანაკარგის ნიშანია.

  • შუბლი - სიზმარში ლამაზი, გადატკეცილი შუბლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი წინდახედულება და სამართლიანობა განამტკიცებს თქვენს რეპუტაციას. ულამაზო შუბლი–ნიშანია მომავალი უკმაყოფილებისა პირად საქმეებში.

    თუ სიზმარში ეფერებით ბავშვს შუბლზე–თქვენს ბავშვებს შეაქებენ ტალანტისა და აღზრდის გამო. გოგონა თავის მეგობარს კოცნის შუბლზე–მალე ის გაიგებს მისი უღირსი საქციელის შესახებ და მცირე ხნით წაიჩხუბებენ.

  • შური - შური სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მიდგომითა და კეთილგანწყობით შეძლებთ ახალი მეგობრების გულის მოგებას. თუ ვინმეს შურს თქვენი–ცხოვრებაში შესაძლებელია გაუგებრობა მეგობრებთან, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ თქვენი პრობლემები.

  • შურისძიება - სიზმარში ვიღაცაზე შურისძიება მიუთითებს თქვენი ხასიათის გულქვაობასა და სულმოკლეობაზე. თუ არ დაფიქრდით იმაზე, დაკარგავთ ბევრ მეგობარს და შეხვდებით ბევრ წყენას.

  • შუშა, მინა - თუ სიზმარში მინიდან იყურებით, ცხადში უსიამოვნება გელით. გატეხილი მინა იმ საქმის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავს, რომელსაც დიდი ჯაფა შეალიეთ. თუ რაიმე გაგეჭრათ მინაზე, ცხადში თქვენი გარემოცვა თქვენით აღფრთოვანებული იქნება. გაწმენდილი, სუფთა მინა საინტერესო და პრესტიჟულ თანამდებობას ნიშნავს. დაბინდული მინა–წარუმატებლობას მოასწავებს.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა