ღ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
ღამე - თუ გესიზმრათ უკუნი ღამე, წინ გამოცდა გელოდებათ. თუ ღამე ილევა–უძლურების გრძნობას დაძლევთ და გაგიჩნდებათ კრიზისიდან თავის დაღწევის სურვილი.
ღამის პერანგი - საკუთარი თავის ნახვა ღამის პერანგში უქეიფოდ ყოფნას მოასწავებს. თუ სხვებს ხედავთ ამ სამოსში–უსიამოვნო ამბავს შეიტყობთ; შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერ უმკლავდებით მნიშვნელოვან საქმეებს–არ შედრკეთ, ეს წუთიერი სისუსტეა.
ღამურა - ფხიზლად იყავით თუ სიზმარში ამ უსახურ ქმნილებას ნახავთ: გელით მწუხარება და გასაჭირი. შესაძლოა, ვინმე ახლო მეგობრის სიკვდილი, მხედველობის დაკარგვა ან კიდურების წართმევა ძილის შემდეგ. თეთრი ღამურა თითქმის ყოველთვის სიკვდილს მოასწავებს, უფრო ხშირად ბავშვისა.
ღარიბი - საკუთარი თავის ან რომელიმე მეგობრის ნახვა ღარიბად ცუდი ნიშანია: წინ ბევრი საქმე და წინააღმდეგობა გელით. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ვიღაც ეცდება მის საქმეებში უხეშად ჩარევას. საქმიანი ადამიანისათვის მოხუცი, დაუძლურებული ღარიბი
მინიშნებაა: დაგეგმეთ თქვენი დრო უკეთ, რამდენადაც მოსალოდნელია დიდი დანაკარგი.
ღარიბისათვის წყალობის გაღება იმის ნიშანია, რომ გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად ვითარდება და დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუ სიზმარში ღარიბს უარს ეუბნებით წყალობაზე, სიზმარი არასასურველია.
ღვინო - თუ სიზმარში სვამთ ღვინოს, მოასწავებს სიხარულსა და ერთგულ, სანდო მეგობარს. ღვინით სავსე ბოთლის გატეხვა ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული და ვნება ყველა ზღვარს გასცდება. ღვინით სავსე კასრის ნახვა ფუფუნებაა.
ღვინის გადასხმა ერთი ჭურჭლიდან მეორეში–ნიშანია მრავალგვარი კმაყოფილებისა, გართობისა, ასევე მოგზაურობისა ღირსშესანიშნავ ადგილებში. ღვინით ვაჭრობა–თქვენი შრომა კარგად დაფასდება. თუ ქალი სიზმარში სვამს ღვინოს, გათხოვდება მდიდარ და კეთილშობილ ადამიანზე.
ღობე (ცოცხალი) - სიზმარში მწვანე ღობის ნახვა სიხარული და შემატებაა. შიშველი, გამხმარი ღობის ნახვა ნიშანია მომავალი უბედურებისა ან სულელური ქცევებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის ღობეებს შორის დადის თავის შეყვარებულთან ერთად–ნიშანია სწრაფი ქორწინებისა. ეკლიან ღობეში გახლართვა ნიშნავს, რომ ვიღაც ბიზნესში ხელს შეგიშლით: შესაძლოა, ესენი იყვნენ ურჩი პარტნიორები ან თქვენი ხელქვეითები. შეყვარებულებისათვის ეს ეჭვიანობისა და დაცილების ნიშანია.
ღორები - სიზმარში კარგად ნაკვები, დიდი ღორების ნახვა ნიშანია საქმიან და სავაჭრო სფეროში გამოცოცხლებისა. გამხდარი ღორები მოასწავებენ მოუსვენრობას სადავო საქმეზე გაბრაზებას ბავშვებისაგან. გოჭებიანი ღორის დასიზმრება გლეხებისათვის კარგ მოსავალს, ხოლო სხვა დანარჩენისათვის წარმატებულ საქმიანობას ნიშნავს.
სიზმარში ღორების ღრუტუნის მოსმენა მომასწავებელია მეგობრებისაგან არასასიამოვნო ცნობის მიღებისა: სიზმარი მიანიშნებს წუხილზე ვიღაცის სიკვდილის გამო ან რაღაც საინტერესო პროექტის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხით დაუკმაყოფილებლობაზე.
სიზმარში საკუთარი ღორების კვება–მომავალში ქონების გაზრდის მაუწყებელია. ღორებით ვაჭრობა ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით დიდი ქონების მფლობელი, მაგრამ ამას მიაღწევთ დიდი ძალისხმევისა და ენერგიული მოქმედების ფასად.
გასუქებული ღორი დამსახურებული წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ღორი ტალახშია ამოსვრილი, თქვენი პარტნიორების ცუდმა საქციელმა შეიძლება წამოწყებული საქმე ჩაგიშალოთ. გოგონას ასეთი სიზმარი ეჭვიან და ძუნწ ქმარს უქადის; მისი ერთადერთი უპირატესობა სოლიდური ქონება იქნება.
ღრუბელი - შავი ღრუბელი სიზმარში წარუმატებლობას მოასწავებს, თუმცა თავს გაართმევთ დავალებულ საქმეს; თუ წვიმაც მოდის, ავადმყოფობა გელით; ფუმფულა ღრუბელი, რომლიდანაც მზის სხივი გამოსჭვივის–წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. გამჭვირვალე ღრუბელი ღამით, რომელთა შორის ვარსკვლავები კიაფობენ, გპირდებიან სიხარულსა და საქმეებში მცირეოდენ წარმატებას.
ღუზა - მეზღვაურებისათვის ეს სიზმარი ძალზე კარგი სიზმარია. ყველა დანარჩენისათვის კი განშორების მაუწყებელია. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც. თუ შეყვარებული ნახავს ამ სიზმარს, მას ჩხუბი ელოდება.
სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.