ო | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
ობობა - ობობა სიზმარში საქმისადმი ყურადღებიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ. ობობა, რომელიც ქსელს აბამს თქვენს სახლში, ბედნიერებასა და კათილდღეობას მოასწავებს.
თუ სიზმარში ობობა გიკბენთ, ცხადში ღალატს ელოდეთ. თუ დაგესიზმრათ ობობას ქსელი ობობებით კარგის მომასწავებელია–იგი ჯანმრთელობას, წარმატებასა და მეგობრების მხარდაჭერას გპირდებათ. თუ სიზმარში დიდი ობობა დააფრთხეთ, ე.ი. ცხოვრებაში სწრაფი წარმატება გელით და საშიში ადამიანებიც კი მხარს დაგიჭერენ. თუ დაგესიზმრათ ერთი დიდი, ერთი კი პატარა ობობა, რომლებიც თქვენკენ მორბიან, ეს სიზმარი წარმატების მაუწყებელია; მაგრამ თუ დიდი ობობა გიკბენთ, მაშინ მტრები წარმატებას წაგართმევენ, თუ პატარა ობობა გიკბენთ, ვიღაცის შურს და მცირეოდენ უსიამოვნებას უნდა ელოდოთ.
თუ თქვენ გარბიხართ დიდი ობობისაგან, ნიშნავს, რომ წარმატება ზურგს გაქცევთ. თუ მას მოკლავთ, გეძლევათ წარმატების დიდი შანსი. თუ ობობა გაცოცხლდა და ისევ დაგედევნათ, გელით ავადმყოფობა და თქვენი ბედი შეიცვლება. თუ გოგონას ესიზმრება ოქროს ობობები–მისი ბედი მოახლოებულია.
ოკეანე - სიზმარში წყნარი ოკეანის ნახვა კარგია–მეზღვაურს ელის წარმატებული ზღვაოსნობა, მეწარმეს ფინანსური წარმატებები, ახალგაზრდებს კი ნათელი და სუფთა სიყვარული. ოკეანეში შორს გაცურვა და იმის მოსმენა, როგორ ეხეთქებიან ტალღები თქვენს გემს, ნიშნავს იმას, რომ თქვენს ოჯახში ჩხუბისა და გაყრის პერიოდი იწყება. თუ სიზმარში თქვენ ნაპირზე დგახართ და ხედავთ, როგორ ეწევიან ტალღები ერთმანეთს, გათავისუფლდებით იმ ადამიანთა ზეგავლენისაგან, რომლებიც არ გსიამოვნებენ.
თუ ისევ ოკეანე გესიზმრებათ თავისი სიგრძე–სიგანითა და სიღრმით–თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა და სიძნელეები ერთმანეთის მონაცვლეები იქნებიან. წყნარ, მშვიდ ოკეანეში ცურვა ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ.
ომი - ომის ნახვა სიზმარში ნიშნავს თქვენი საქმეების მძიმე მდგომარეობას და ოჯახში განხეთქილებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის, მაშინ ის გაიგებს რაღაც არასასიამოვნოს მისი ზნე–ჩვეულებების შესახებ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენმა ქვაყანამ ომი წააგო, ნიშანია მომავალი სოციალური და პოლიტიკური კრიზისისა, თუმცა თქვენს პირად ინტერესებს ეს არ შეეხება. თუ გესიზმრებათ გამარჯვება, მაშინ თქვენს ოჯახში დაისადგურებს ჰარმონია, საქმიანობაში კი წარმატება.
ოპერა - სიზმარში მოსმენილი ოპერა სულიერად მიანიშნებს ახლობელ ადამიანებთან უეცარ ნაცნობონაზე და კეთილ გარემოებებზე საქმიან სფეროში.
ორმო - თუ ღრმა ორმოში იხედებით, საქმეებში გაურკვეველ რისკზე წახვალთ. თუ ამ სიზმარს გოგონა ნახავს, მას თავისი შეყვარებულის გამო ნერვიულობა მოუწევს. თუ თქვენ ორმოში ჩავარდით, დიდი უბედურება გელით; მაგრამ თუ დროულად გაგეღვიძათ, შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ თქვენ ორმოში ჩადიხართ, ე.ი. ჯანმრთელობა მსხვერპლად მიგაქვთ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად.
ორსულობა - თუ ქალი სიზმარში ორსულადაა, ის ქმართან ვერ იქნება ბედნიერი, ხოლო ბავშვები ლამაზები არ ეყოლება. ქალიშვილს ეს უქადის შერცხვენასა და დაცემას. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება კეთილ დასასრულს და ძალების სწრაფ აღდგენას.
ოქრო - თუ სიზმარში ხელში გიჭირავთ ოქრო–ძალიან გაგიმართლებთ ყველა წამოწყებაში. თუ ქალმა საჩუქრად მიიღო ოქროს ნივთი, მონეტა ან სამკაული, ის გათხოვდება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანზე. სიზმარში ნაპოვნი ოქრო ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება დაგეხმარებათ, ადვილად მოიპოვოთ პატივი და სიმდიდრე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო–საკუთარი დაუდევრობით ხელიდან გაუშვებთ საუკეთესო შანსს თქვენს ცხოვრებაში.
თუ სიზმარში განიზრახეთ ოქროს ზოდის გადამუშავება, ცხადში თქვენ შეეცდებით უკანონოდ ისარგებლოთ სხვების უფლებით იმ დროს, როცა თქვენ უნდა ფიქრობდეთ სახლზე, სადაც მწიფდება ჩხუბი.
ოფიციანტი - ის, ვისაც დაესიზმრა ოფიციანტი, შეძლებს დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობართა წრეში. კუშტი და მოუწესრიგებელი ოფიციანტი მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ გესიმპათიურებათ.
ორცოლიანობა - მამაკაცისათვის სიზმარში ორცოლიანობა ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და საღი აზრი. ქალისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრება, თუ ის არ იქნება წინდახედული და გონიერი.
ოქროს თევზი - სიზმარში ოქროს თევზის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მრავალ სასიკეთო მოვლენას. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ჰპირდება ლამაზ, უზრუნველყოფილ ქმარს. თუ თევზი მძინარე ან მკვდარია, ქალს ელის მძიმე განსაცდელი.
ოჯახი - თუ სიზმარში თქვენს ბედნიერ და მეგობრულ ოჯახს ხედავთ, უზრუნველყოფილი ცხოვრება გელით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, ცხადში იმედგაცრუება და მწუხარება გელით.
სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.