ლ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
ლაბირინთი - თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება.
ლაბორატორია - სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ.
ლაპარაკი - თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას.
ლატარეა - თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან.
ნახვა, თუ როგორ იგებენ სხვები, ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ სასიამოვნო ქმედებაში, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა შეიკრიბება. წაგება–ე.ი. იზარალებთ სხვა ხალხის მტრობით და თქვენი საქმე მხოლოდ დარდს შეგმატებთ.
ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ხედავს ან თვითონ მონაწილეობს ლატარეაში, მეტყველებს, რომ მისი არასერიოზული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი მას მოუტანს იმედგაცრუებას, ხოლო მეუღლე აღმოჩნდება არასანდო და ცვალებადი. საერთოდ, ლატარეის ნახვა სიზმარში–არასანდო პარტნიორებია ბიზნესში, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობანი დროებითი კმაყოფილების მომტანია.
ლაქა - ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ.
ლეოპარდი, ჯიხვი - თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი, ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას, დამარცხდებიან.
თუ თავის სტიქიაში მყოფი ლეოპარდი თქვენგან გაქცევას ლამობს–ელოდეთ გართულებას ბიზნესსა და სიყვარულში, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მას გადალახავთ. ლეოპარდის ტყავი ნიშნავს, რომ თქვენს ინტერესებს ემუქრება საფრთხე თქვენთვის პატივსაცემი, მაგრამ უსინდისო ადამიანისაგან.
ლექსიკონი - როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ.
ლეღვი - ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას.
ლიმონათი - თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება.
ლიმონები - დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ.
ლიფტი - თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება.
ლოგინი - სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა.
ლოკოკინა - ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან.
ლომბარდი - სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია, რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა.
თუ ქალი შედის ლომბარდში–ე.ი. ის თავს დამნაშავედ თვლის და უკვე ნანობს დაკარგულ მეგობრებზე. თუ თქვენ შედიხართ ლომბარდში თქვენი ნივთების გამოსასყიდად–ისევ დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ხელახლა დაიკავებთ ცხოვრებისეულ პოზიციას.
უბრალოდ, ნახვა ლომბარდისა, ნიშნავს, რომ ზედმეტად მიმნდობი ხართ, რის გამოც არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი შეუბღალავი სახელი მსხვერპლად მიიტანონ რაღაც უხამსი საქმის გამო.
ლომი - თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ.
სიზმარი ახალგაზრდა ლომზე მიუთითებს, რომ თქვენი ახალი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებული იქნება, თუ საჭირო ყურადღებას დაუთმობთ მას. თუ სიზმარში გესმით ლომის ბრდღვინვა, გელით მოულოდნელი წარმატება ბიზნესსა და სასიყვარულო საქმეში. ლომზე შეჯდომა–გამოავლენთ ვაჟკაცობასა და დაჟინებას სიძნელეთა გადალახვისას.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ღრიალის თანხლებით, მისი ინტელექტი და პირადი მიმზიდველობა მისდამი განაწყობს ბედს და მისთვის სასურველ მიჯნურს. ლომის ტყავი ნიშნავს ბედნიერებასა და სიმდიდრეს. თქვენზე ნახოთ მოღრიალე და კბილებდახრჭენილი ლომის თავი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ საშიშროების ქვეშაა.
თუ სიზმარში თქვენს ბავშვებს დანით იცავთ ლომისაგან, ნიშნავს, რომ მტრები, რომლებიც გემუქრებიან, წარმატებას მიაღწევენ, თუ წამოეგებით მათ ხრიკებს და, თუნდაც დროებით, ხელს აიღებთ თქვენი ვალისა და საქმისადმი მოვალეობისაგან.
ლუდი - თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა.
ლურსმანი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში.
სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.