სიზმრების ახსნა "კ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

კ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს.

  • კალათი - თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას.

  • კალენდარი - თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში.

  • კალია - კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი.

  • კალმახი - კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით.

  • კალმისტარი - სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ.

  • კამათელით თამაში - თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას

  • კამათი, შეკამათება - უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ

  • კანაფი - სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას.

    კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო.

  • კანფეტი - თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება.

    თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას.

  • კაპიტანი - თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე.

  • კარადა - თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით.

  • კარავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს.

  • კარანტინი - თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში.

  • კარზე კაკუნი - თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება.

  • კარი - თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას.

    თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას.

    ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.

  • კარტოფილი - კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს.

  • კატასტროფა - თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას. თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში.

  • კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.

    თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით.

    თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს.

    ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.

  • კბენა - სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო.

    თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ.

  • კბილები - თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც.

    თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება.

    თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ.

    თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი.

    სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი.

    თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული.

    შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს.

    თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც მატყუარას ეშმაკურ დაპირებებს.

  • კედელი - თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.

    დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება.

  • კეთილგანწყობა - თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი.

  • კერპი - კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან.

    თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.

  • კვერცხი - თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ.

    გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ.

  • კვიცი, ულაყი - სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს.

    ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ.

  • კიბე - ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი.

  • კითხვა - თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა.

    თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

  • კლდეები - სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს.

  • კნუტი - თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ.

    ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი.

  • კონვერტი - კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს.

  • კონცერტი - სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას.

    კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება.

  • კოღო - თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი.

  • კოშკი - თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ.

  • კოშმარი - კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას.

  • კოცნა - თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია.

    თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

  • კოჭლობა - საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ.

  • კუ - თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.

  • კუდი - თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან.

  • კუნძული - თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით.

    გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად.

  • კურდღელი - თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა