ჟ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით
ჟანგი - დაჟანგული საგნები მიგანიშნებენ, რომ თქვენი ურთიერთბები გარშემომყოფებთან ჩიხში შევიდა და ნაცნობების შეძენის მცდელობა შემდგომშიც წარუმატებელი იქნება: შესაძლოა, ისევ არასანდო მეგობრები შეიძინოთ.
ჟიური, ნაფიცი მსაჯულები - თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ ნაფიც მსაჯულად, ცხადში ძალიან უკმაყოფილო იქნებით თქვენი სამუშაოთი და მისი რეზულტატით და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძებნას.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ წარდექით სასამართლოს წინაშე და გაგამართლეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გსურთ. სასამართლოს მსაჯულების მიერ მსჯავრის დადება გაფრთხილებთ იმის აუცილებლობაზე, რომ იყოთ მედგრად მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში.
ჟოკეი - ჟოკეის დასიზმრება მოულოდნელი საჩუქარია. თუ ახალგაზრდა ქალი თავის გვერდით ხედავს ჟოკეის ან აცნობიერებს, რომ ის მისი შეყვარებულია, ეს ნიშნავს, რომ ის გათხოვდება თავისი წრის ადამიანზე.
ცხენიდან ჩამოვარდნილი ჟოკეის ნახვა გაფრთხილებთ, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები მოგმართავენ დახმარებისათვის.
ჟურნალისტი - თუ გესიზმრებათ ჟურნალისტი, რომელიც, რატომღაც, იწვევს თქვენს მტრობას, მოგიწევთ ჭორიკნობა და, შესაძლოა, ყველაზე მდაბალ ფორმებში ჩხუბი. თუ სიზმარში თქვენ თავს ხედავთ ჟურნალისტად–ცხადში შემოგთავაზებენ მოგზაურობას და, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და უსიამოვნებებთან, თქვენ მოიხვეჭთ პატივს და მიიღებთ დიდ ჯილდოს.
სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.