სიზმრების ახსნა "ი" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

ი | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ია (იები) - თუ სიზმარში იებს უყურებთ, აგროვებთ და ამით სიამოვნებას იძენთ, ცხადში ბედნიერი შემთხვევა ძალზე საინტერესო ადამიანს შეგახვედრებთ. დამჭკნარი და გამხმარი იები უარყოფით სიყვარულს ნიშნავს.

  • იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი უბედურების მომასწავებელია. თუ გესმით გასროლა–დანახარჯი გექნებათ. თუ თქვენ ესვრით ვიღაცას–უფრთხილდით უპატიოსნებას. თუ გესროლათ ვინმემ–არაკეთილმოსურნენი ბევრ თავსატეხს გაგიჩენენ; შესაძლოა ამას ავადმყოფობაც დაერთოს. გოგონას თუ ესიზმრება სროლა, ჩაითრევენ რაღაც სკანდალში, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმრი უქადის უბედურებას, რომელშიც დამნაშავე მისი მეგობარი იქნება.

  • იახტა - სიზმარში ლამაზი იახტის ნახვა სასიამოვნო დასვენების ნიშანია, რითაც თქვენ თავს განარიდებთ მომაბეზრებელ მეგობრებსა და ნათესავებს. თუ იახტა ნაპირზეა გამორიყული, ეს იმის ნიშანია, რომ გართობა არ დაგაკმაყოფილებთ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ.

  • იდაყვები - იდაყვების ნახვა მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ რაღაც, ძალზე დაძაბული სამუშაოს შესრულება, რომლისთვისაც მცირეოდენ გასამრჯელოს მიიღებთ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს წარმატებული ქორწინების პერსპექტივაა. თუ იდაყვები გასვრილია, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს გათხოვებისა და ამით მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს.

  • იდეალი - თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს თავისი იდეალის მამაკაცს, ცხადში მას ელის მთელი რიგი უწყვეტი სიამოვნებისა და მრავალი სურვილის შესრულება. თუ უცოლო კაცი ნახავს თავის იდეალს–ეს საქმეში კარგი ცვლილებების ნიშანია.

  • იდიოტი - თუ სიზმარში შეხვდით იდიოტს, ელოდეთ დანაკარგს. თქვენი თავის ნახვა იდიოტად–გეგმების ჩაფუშვას მოასწავებს. სიზმარი ჭკუასუსტ ბავშვებზე მოასწავებს დანაღვლიანებას და ბედის არასასურველ ცვლილებას.

  • იეროგლიფები - იეროგლიფების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი გაუბედაობა გახდება თქვენი გასაჭირისა და ფულადი დანაკარგის მიზეზი. თუ სიზმარში შეძლებთ იეროგლიფების წაკითხვას, სინამდვილეში შეძლებთ რაღაც სიძნელეების სწრაფად გადალახვას.

  • ინდაური - ინდაურის დასიზმრება ბიზნესმენს ჰპირდება შემოსავალს საქმეში, ხოლო გლეხებს–მდიდარ მოსავალს. გასაყიდად გამზადებული ინდაურის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდება.

    ავადმყოფი ან მკვდარი ინდაურების ნახვა ნიშნავს გარემოების გამო შევიწროებას, რომელიც თქვენს სიამაყეს ტანჯვას მიაყენებს. თუ სიზმარში ჭამთ ინდაურის ხორცს–ელოდეთ სასიამოვნო მოვლენას. მფრინავი ინდაურის ნახვა ნიშნავს წარმატებასა და პოპულარობას, რომელიც უახლოეს მომავალში გეწვევათ.

    ინდაურს ესროლოთ გასართობად, ნიშნავს, რომ თქვენს სიმდიდრეს ყოველთვის პატიოსანი გზებით არ მოიპოვებთ.

  • ინვალიდი - ინვალიდის დასიზმრება გპირდებათ უსიამოვნო პარტნიორებს, რომლებიც შეეცდებიან თქვენი ინტერესების ხელყოფას. დასიზმრება, თითქოს თქვენ ხართ ინვალიდი–ნიშნავს, რომ გემუქრებათ უსიამოვნებანი.

  • ინჟინერი - ინჟინრის დასიზმრება მოასწავებს საკმაოდ დამღლელ მოგზაურობას, მაგრამ სამსახსოვრო და მხიარულ შეხვედრებს.

  • ინსტრუმენტები - სამუშაო ინსტრუმენტების დასიზმრება გპირდებათ რაღაც სამუშაოს წარუმატებლად დასრულებას. თუ გესიზმრებათ დამტვრეული ინსტრუმენტები, გემუქრებათ სერიოზული ავადმყოფობა, ნათესავის სიკვდილი ან წარუმატებლობა საქმეში.

  • ირემი - ირმის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია–ახალგაზრდებს მტკიცე მეგობრობას, ხოლო ცოლ–ქმარს გაწონასწორებულ ცხოვრებას ჰპირდება. შველი სიმბოლოა საიმედო და სამართლიანი მეგობრებისა, შეყვარებულთათვის კი ნიშნავს ერთგულებასა და სიწმინდეს. თუ ირემი მიკალით, ცხადში მტრები მოგწამლავენ. ფერმერებისა და საქმიანი ადამიანებისათვის ირემზე ნადირობა საქმის ჩავარდნას ნიშნავს.

  • ისარი - თუ სიზმარში ისარი გიჭირავთ ხელში, უსიამოვნებები დიდი ხნით დაგტოვებენ. გატეხილი ისარი სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს.

  • იხვები - გარეული იხვები წყნარი წყლის ზედაპირზე გპირდებიან ბედნიერ მოგზაურობას. შინაური იხვები–სახლის აყვავებას და კარგ მოსავალს იმას, ვინც მიწათმოქმედებით არის დაკავებული. თუ სიზმარში იხვებზე ნადირობთ, უნდა გადახედოთ დასახულ გეგმებს. მფრინავი იხვები მეტყველებენ იმაზე, რომ იღბალი თქვენ მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. შესაძლოა, კარგად დაქორწინდეთ და გადახვიდეთ ახალ სახლში, სადაც გეყოლებათ შესანიშნავი ბავშვები.

  • იჯარა - თუ თქვენ სიზმარში იჯარით აძლევთ სახლს, ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ახალ, საკმაოდ შემოსავლიან მოლაპარაკებას. თუ გესიზმრებათ, რომ ვერ შეძელით საკუთარი ქონების იჯარით გაცემა, ეს ნიშნავს თქვენს არასაკმარის აქტივობას ცხოვრებაში: გმართებთ უფრო ენერგიული და დაჟინებული მოქმედება თქვენი მიზნის მისაღწევად.

    სიზმარში საიჯარო ქირის გადახდა ცხადში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ფინანსურ საქმიანობაში.თუ თქვენ სიზმარში არ გაქვთ იჯარის ქირის გადახდის საშუალება, ცხადში თქვენი საქმეები მალე წახდება, რასაც ხელს შეუწყობს თქვენი ელიტარული გართობები.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა