სიზმრების ახსნა "ფ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge
↓ ანბანი

ფ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ფაბრიკა - თუ ფაბრიკა დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში საქმიანი აქტიურობის გამოჩენა მოგიწევთ

  • ფაიფური - ფაიფურის ნაწარმი წარმატების მაუწყებელია თქვენს ყველა წამოწყებაში. თუ ფაიფური გატეხილია, თქვენი დაბნეულობა შეიძლება სერიოზული უსიამოვნების ნიშანი გახდეს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ფაიფურის ფიგურების მოხატვით არის დაკავებული ან მათ თავიანთ ადგილზე ალაგებს, მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სტუმართმოყვარე იქნება.

  • ფანარი - თუ ფანარის მოძრავი შუქი დაგესიზმრა, ეს მოულოდნელი დიდძალი სიმდიდრის ნიშანია. თუ ახალგაზრდა გოგო თავის შეყვარებულს ფანარით უნათებს გზას, ცხადში ცოლად მდიდარ ადამიანს გაჰყვება. თუ ფანარი ხელში გიჭირავთ, ცხადში თქვენი სიკეთე და უანგარობა დაგეხმარებათ ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვებაში.

    უცაბედად ჩამქრალი ფანარი იმის მაუწყებლია, რომ თქვენ იმ მდგომარეობას ვერ მოიპოვებთ, რომელსაც ელოდით; გოგონასთვის ეს სიზმარი შეყვარებულში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ სიზმარში ფანარი გაგიტყდათ, ცხადში დახმარებისთვის სხვისთვის მიმართვა მოგიწევთ, რითაც თქვენს დამოუკიდებლობას დაკარგავთ.

    თუ დაგესიზმრათ, რომ ფანარს წმენდით, ე.ი. ახლო მომავალში თქვენ წინაშე გრანდიოზული პერსპექტივები გადაიშლება. დაკარგული ფანარი საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს. ფანარის ყიდვა სიზმარში წარმატებულ საქმიან ოპერაციებს მოასწავებს.

  • ფანქარი - ფანქრის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მოძებნით სასურველ საქმეს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის რაღაცას წერს ფანქრით, მას ელის ბედნიერი ქორწინება იმ შემთხვევაში, თუ ის არ წაშლის დაწერილს, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, მაშინ ბედი მისი მწყალობელი არ იქნება.

  • ფანჯარა - ფანჯარა თქვენს სიზმარში ნიშნავს თქვენი ბრწყინვალე იმედების უნაყოფობას; თქვენ მიერ საკმაოდ კარგად დამუშავებული გეგმებიც კი ჩაიფუშებიან, რაც თქვენს სინანულს გამოიწვევს. დახურული ფანჯრები–სიცარიელის სიმბოლოა. თუ მინები ჩამტვრეულია, დაგტანჯავენ დამამცირებელი ეჭვები ღალატის თაობაზე.

    თუ სიზმარში ზიხართ ფანჯრის რაფაზე, სისულელისა და დაუფიქრებლობის მსხვერპლი გახდებით; თუ გესიზმრებათ, რომ სახლში შედიხართ ფანჯრიდან–გამოგიჭერენ მიზნის მიღწევისათვის უღირსი საქციელის დროს.

    თუ თქვენ ფანჯრიდან ძვრებით და გარბიხართ–რეალურ ცხოვრებაში უბედურება გეწვევათ. თუ ფანჯრებთან გასვლისას შიგ შეიხედეთ და უცნაური ნივთები დაინახეთ,–არჩეულ საქმეში წარუმატებლობას განიცდით და დაკარგავთ მის პატივისცემას, ვის გამოც იტანჯებოდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაკარგვის ფასად.

    ის, ვინც სიზმარში ხელით შეეხო ფანჯრის მინას, ცხოვრებაში გადაეყრება იდუმალ ძალას. თუ სიზმარში ვიღაცას ელაპარაკებით დაკეტილი ფანჯრიდან–უახლოეს მომავალში წააწყდებით სიძნელებს, რომელიც არც თუ ცოტა ნერვიულობას მოგიტანთ; თუ სიზმარში გატეხეთ მინა–წარუმატებლობა გეწვევათ.

  • ფარდები - თუ სიზმარში ნახეთ ფარდები–უნდა ელოდეთ არასასიამოვნო მნახველს, რომელიც შეიძლება იქცეს თქვენი დიდი უბედურებისა და წუხილის მიზეზად. ჭუჭყიანი ან დახეული ფარდები გიქადიან საყვედურებთან და ჩხუბთან დაკავშირებულ უსიამოვნებას.

  • ფეიერვერკი - ფეიერვერკი–სასიამოვნო, მხიარულ დღესასწაულს მოასწავებს. გარდა ამისა, ეს სიზმარი კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. ქალებს იგი მოგზაურობას უქადის, რომლითაც ისინი უზომოდ კმაყოფილნი დარჩებიან.

  • ფერმა, გლეხის მეურნეობა[/b] - თუ დაგესიზმრათ, რომ ფერმაში ცხოვრობთ, ყველა თქვენი წარმოება სასიკეთოდ დასრულდება. ფერმის ყიდვა სიზმარში–ფერმერს კარგ მოსავალს მოუანს, მეწარმეს– კარგ გარიგებას, მეზღვაურს–ბედნიერ ნაოსნობას. თუ სიზმარში ფერმაში შეხვედით, ცხადში სასიამოვნო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ.

  • ფერფლი - ფერფლი სიზმარში არასასიამოვნო გარდაქმნების მომასწავებელია: გლეხს გაუფუჭდება მოსავალი, ვაჭარი ნახავს ზარალს, მშობლები კი შვილების ცუდი საქციელის გამო განაწყენდებიან.

  • ფესვები - თუ გესიზმრებათ ხის ან სხვა მცენარის ფესვები–ეს უბედურების მაუწყებელია: თქვენი საქმე და ჯანმრთელობა გაუარესდება. სიზმარში ფესვების წამლად გამოყენება–ავადმყოფობა და მწუხარებაა.

  • ფეხები - გოგონა, რომელიც სიზმარში თავს იწონებს თავისი ფეხებით–დაცილდება საყვარელ ადამიანს, თავისი, არც თუ ბრძნული, შეხედულების გამო. თუ მას დაესიზმრა, რომ თმიანი ფეხები აქვს, ქმარი დამყოლი ეყოლება; ლამაზი ფეხები ბედნიერ მომავალსა და კარგ მეგობრებს უქადის.

    სიზმარში საკუთარი ფეხების ნახვა სიფრთხილის ნიშანია: საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის დასამტკიცებლად მთელი სულიერი ძალების მოკრებვა დაგჭირდებათ. თუ სიზმარში ქალის ფეხები აღგაფრთოვანებთ–მომხიბვლელი ქალი თავს დაგაკარგვინებთ. ცუდი ფეხები არასახარბიელო გარიგებასა და წუნია მეგობრებს გიქადით.

    ნაჭრილობევი ფეხები ავადმყოფობის ნიშანია; ხის ფეხი–მეგობრებთან მოკლებული იქნებით გულახდილობას; წყლული ფეხზე–გულითადად დაეხმარებით ხალხს, რითაც დააცარიელებთ თქვენს საფულეს; ფეხის ამპუტაცია–ახლობელს დაკარგავთ, შინაურთა დესპოტიზმი კი თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის.

    თუ სიზმარში ფეხები არ გემორჩილებათ–სიღარიბის ნიშანია; ფეხების დაბანა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გეგმები ვიღაცის ზრახვებს დაარღვევს; თუ ფეხები გაგისივდათ და დაგიწითლდათ–სირცხვილი და დამცირება არ აგცდებათ; შესაძლოა ოჯახში უსიამოვნებანი და ცვლილებები საქმეებში; თუ გესიზმრებათ სამი ან მეტი ფეხი–ფანტაზიებით უფრო მეტად დაკავდებით, ვიდრე საქმიანობით.

  • ფეხსაცმელი - თუ სიზმარში გაცვიათ დახეული და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, იყავით ფრთხილად კრიტიკული გამონათქვემების მიმართ, თუ არ გინდათ შეიძინოთ მტრები. შავი ფეხსაცმელი მოასწავებს წარმატებასა და კმაყოფილებას. ახალი ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი გიქადით ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ქალიშვილი თუ სიზმარში მოწონებით უყურებს ფეხზე კარგად მომჯდარ ფეხსაცმელს, უნდა ერიდოს ზედმეტ მიმნდობლობას.

    თუ ფეხსაცმელი გიჭერთ–გარშემომყოფებს მისცემთ დაცინვის მიზეზს. თუ დაკარგეთ ფეხსაცმელი, რეალურ ცხოვრებაში მოგიხდებათ მოულოდნელი განშორება მეგობართან. თუ სიზმარში მოგპარეს ფეხსაცმელი, მაგრამ დარჩით წინდებით, ცხადში გადატანილ დანაკარგს სხვა რაღაცით აინაზღაურებთ.

  • ფოთლები - ფოთლების ნახვა სიზმარში გპირდებათ ბედნიერებას. დამჭკნარი ფოთლები ნიშნავს, რომ ცრუ იმედები და ამაღელვებელი წინასწარმეტყველებანი შეგაშფოთებენ და გააბუნდოვნებენ თქვენს, ისედაც, არც თუ იოლ ცხოვრებას.

    დამჭკნარი ფოთლების ნახვის შემდეგ ახალგაზრდა ქალს საქმრო მიატოვებს უშუალოდ ქორწილის წინ. ზოგჯერ ეს მოასწავებს სიკვდილსაც. თუ ფოთლები მის სიზმარში იქნება მწვანე და ახალი–ის მიიღებს მემკვიდრეობას და გათხოვდება მდიდარ, პერსპექტიულ ადამიანზე.

  • ფორთოხლები - მწიფე ნაყოფით დატვირთული ფორთოხლის ხეები ნიშანია ჯანმრთელობისა და სასიამოვნო გარემოცვისა, მაგრამ ფორთოხლის ჭამა მაუწყებელია ნათესავის ან ახლო მეგობრის ავადმყოფობისა; საქმიან წრეებში იმეფებს დაუკმაყოფილებლობის ატმოსფერო. თუ ფორთოხლები ახალი და არომატულია, ცხადში, ბედი არ იქნება ძალიან მკაცრი.

    თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ჭამს ფორთოხალს, ის დაკარგავს თავის გულითად მეგობარს. თუ მას დაესიზმრა მშვენიერი ფორთოხალი მაღლა ხეზე, ე.ი. ცხადში გამოიჩენს მეტისმეტ სიფრთხილეს საქმროს არჩევისას.

  • ფორტეპიანო - სიზმარში ფორტეპიანოს ნახვა ცხადში სასიამოვნო თავგადასავალს გიქადით. ფორტეპიანოზე შესრულებული სასიამოვნო მელოდია იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობა და იღბალი არ მიგატოვებთ. ხმამაღალი აკორდები ბევრ წვრილმან საქმეებს მოასწავებენ. ნელი და ჩუმი მელოდია–მოსალოდნელი მოსაწყენი ცხოვრების სიმბოლოა.

    გატეხილი ან აუწყობელი ინსტრუმენტი–საკუთარი თავით უკმაყოფილების ნიშანია. ძველებური ფორტეპიანო გაფრთხილებთ, რომ თუ სხვის რჩევას არ დაუჯერებთ, გაგიჭირდებათ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა. თუ გოგონა სიზმარში გულმოდგინებით სწავლობს რთულ მელოდიებს, ცხადში იგი იმ ადამიანის სიყვარულს მოიპოვებს, რომელიც მას ადრე ყურადღებას არ აქცევდა.

  • ფოსტალიონი - ფოსტალიონის ნახვა მოასწავებს უსიამოვნო და არახელსაყრელი საქმის შედეგების გამო პასუხისგებას. თუ ფოსტალიონს წერილი მოაქვს–შორი გზიდან ცუდ ამბავს გაიგებთ. თუ ფოსტალიონი კარზე გიკაკუნებთ–მოულოდნელი სტუმარი გეწვევათ.

    თუ სიზმარში წერილს ელოდებით, ფოსტალიონმა კი გვერდზე გაიარა–მწარე სიურპრიზი გელოდებათ. ფოსტალიონისათვის გასაგზავნი წერილის მიცემა არასასურველი ხალხისაგან თქვენთვის უსიამოვნების მოყენებას ნიშნავს. ფოსტალიონთან ლაპარაკი–სკანდალურ მოვლენას მოასწავებს.

  • ფოტოაპარატი - სიზმარში ფოტოაპარატი დაუმსახურებელი შენიშვნების მიღებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი სურათებს იღებს, ცხადში მას საყვარელ ადამიანზე იმედგაცრუება ელის.

  • ფოტოსურათი - სიზმარში ფოტოსურათის ნახვა საყვარელი ადამიანის მხრიდან მოტყუებასა და მისით იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ ფოტოსურათები დაოჯახებულ ადამიანს ესიზმრება, ცხადში ვიღაც მისი საქმეების სააშკარაოზე გამოტანით დაემუქრება. თუ სიზმარში საკუთარ სურათს ხედავთ, ცხადში მოულოდნელი საქციელით თქვენს თავსაც და გარშემომყოფებსაც ზიანს მიაყენებთ.

  • ფრთები - თუ თქვენ სიზმარში ფრთიანი ხართ, ე.ი. ნერვიულობთ შორს წასულ ადამიანზე. ფრინველის ფრთების ნახვა ნიშნავს, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გახდებით მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი.

  • ფული - სიზმარში ნაპოვნი ფული პატარა უსიამოვნება და დიდი ბედნიერებაა. იქნება ცვლილებები. ფულის გადახდა–უბედურებაა. ოქროს მიღება მომასწავებელია გალაღებისა და გახარებისა. ფულის დაკარგვა გაფრთხილებთ სახლში და საქმეში უბედურების შესახებ. თუ სიზმარში ითვლით ფულს და აღმოაჩენთ დანაკლისს–ის თქვენს პრაქტიკულობაზე და მომჭირნეობაზე მეტყველებს.

    თუ გესიზმრებათ, რომ ფული მოიპარეთ–საშიშროება გემუქრებათ–იყავით ყურადღებიანი მოქმედებისას. ფულის შენახვა კომფორტისა და შემოსავლის ნიშანია. თუ სიზმარში თქვენ გადაყლაპეთ მონეტა, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ქველმოქმედებისა და გულმოწყალებისათვის. თუ ამოწმებთ ფულის ხარისხს, გელით სწრაფი ბედნიერება და კარგად ყოფნა. თუ ნახულობთ ფულის შეკვრას, მაგრამ ვიღაც ქალი ამბობს, რომ ის მისია, ცხადში გექნებათ დანაკარგი ვიღაც პიროვნების ჩარევით. ამ სიზმრის მნახველს მოეჩვენება, რომ ის კარგავს ფულს უჭკუოდ და ცხოვრობს უსახსროდ. ეს სიზმარი მინიშნებაა: გაფრთხილდით, რომ სულ პატარა ახირებამაც კი არ შეაკრთოს თქვენი გონება ხელფასის წინა დღეს.

  • ფუტკრები - ფუტკრები–ბედნიერების ნიშანია. განსაკუთრებით კარგი სიზმარია, თუ ფუტკრების გუნდი თქვენს შვილს მისდევს. საქმიან ადამიანებს ფუტკრები ხელსაყრელ გარიგებას უქადის; იგი ასევე სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და, შვილების საქციელის გამო, მშობელთა სიხარულს მოასწავებს. ფუტკრის კბენა ახლო მეგობრისაგან შეურაცხყოფას ნიშნავს.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა