სიზმრების ახსნა "დ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge
↓ ანბანი

დ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • დაბადება - ბავშვის დაბადება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ასევე, მოასწავებს მოსალოდნელ შთამომავლობასაც. თუ გოგონას ასეთი სიზმარი გათხოვებამდე ესიზმრება, იგი თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. ზოგჯერ ასეთი სიზმარი დიდ მემკვიდრეობასაც მოასწავებს.

  • დაბადების დღე (აღნიშვნა) - საკუთარი დაბადების დღის ნახვა ნიშნავს ხანგრძლივ, მშვიდ სიცოცხლეს. სხვის დაბადების დღეზე ყოფნა არასასიამოვნო ამბის გაგება, ავადმყოფობა.

  • დავალება - თუ სადმე რაიმე დავალებით მიდიხართ, ცხადში თქვენს თანამოაზრეებთან შეხვედრა მოგიწევთ. თუ ქალს ესიზმრა, რომ ვინმეს აძლევს დავალებას, ის დაკარგავს შეყვარებულს, რომელიც ვერ ურიგდება მის გულგრილობას.

  • დათვი - დათვი სიზმარში დამღუპველი მეტოქეობაა საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. დათვის მოკვლა რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნას ნიშნავს. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრა დათვი, მას გამოუჩნდება საშიში მეტოქე; ასეთი სიზმარი, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს უბრალო ხელმოცარულობასაც.

  • დაკრძალვა - თუ სიზმარში ნათესავის დაკრძალვის საქმეებით ხართ დაკავებული და, ამავე დროს, კონკრეტულად გესიზმრებათ სამგლოვიარო პროცესია და მზიანი დღე, ცხადში თქვენს ახლობელს დიდი ხნის სიცოცხლე უწერია. ზოგიერთი შეიძლება კიდეც დაქორწინდეს; მაგრამ თუ მოდის წვიმა და ცივა–ავადმყოფობა, ცუდი ამბავი და გაღარიბება გარდაუვალია.

    თუ დაკრძალვაზე ნამდვილი სამგლოვიარო სიტუაციაა მოწყენილი და მოტირალი სახეებით ე.ი. ცხადში თქვენი გარემოცვა მტრულად განეწყობა თქვენ მიმართ. თუ თქვენს თავს სიზმარში ცოცხლად დამარხულს ხედავთ–დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას, რომელსაც თქვენი მტრები მაშინვე გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგოდ; მაგრამ თუ მოახერხებთ საფლავიდან ამოსვლას, დიდი ძალისხმევის შედეგად შეცდომებს და უსიამოვნებებს ასცდებით.

  • დალაგება - სახლის დალაგება სიზმარში ქალს ჰპირდება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას და დამჯერ შვილებს. თუ სიზმარში თქვენი ბინა დალაგებას საჭიროებს, თქვენ კი რაღაც მიზეზით ამას ვერ აკეთებთ, მაშინ ცხადში თქვენი უსიამოვნებების მიზეზი თქვენივე პასიურობა გახდება.

  • დამალვა - თუ გესიზმრებათ, რომ რაიმე უნდა დამალოთ, ცხადში გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დამალულის მოძებნა–მოულოდნელი სიხარულია. თუ ქალი რაიმეს მალავს, ჭორებს ნიშნავს, მაგრამ მისი რეპუტაცია არ შეილახება.

  • დამნაშავე - თუ თქვენ სიზმარში იმყოფებით დამნაშავე ადამიანთან–თქვენი მეგობრები შეეცდებიან თქვენი ურთიერთობის გამოყენებას თავიანთი მიზნებისათვის. თუ დამნაშავე მართლმსაჯულებას ემალება–თქვენ ბედის ნებით გახდებით სხვისი საიდუმლოს მფლობელი, რის გამოც საფრთხე შეგექმნებათ.

  • დამოუკიდებლობა - თუ სიზმარში დამოუკიდებლობის განცდა გაქვთ ე.ი. გყავთ მეტოქე, რომელიც უსამართლოდ გექცევათ. თუ სიზმარში სიმდიდრესა და დამოუკიდებლობას მიაღწევთ, ცხადშიც ასე იქნება, ოღონდ უფრო გვიან, ვიდრე თქვენ გეგმავთ.

  • დამშვიდება - სიზმარში, რომელშიც ცდილობთ, ვინმე დაამშვიდოთ, ნიშნავს, რომ გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს სულიერ თვისებებს. ქალიშვილს ასეთი სიზმარი ჰპირდება ერთგულ ქმარს და სანდო მეგობარს. თუ სიზმარში თქვენ ამშვიდებთ გაბოროტებულ ადამიანს, მაშინ ცხადში გელით ფუსფუსი გარშემომყოფების კეთილდღეობისათვის. თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ ვიღაც აპირებს ეჭვების გაფანტვას, ცხადში ის მიხვდება თავისი რჩეულის შეცდომებს.

  • დამშვიდობება - მხიარული დამშვიდობება–სასიამოვნო ვიზიტებისა და გართობის ნიშანია; სევდიანი–დანაკარგს ნიშნავს. ხალხთან ან ქვეყანასთან დამშვიდობება–მიანიშნებს უშედეგო მგზავრობაზე. ხანდახან ეს სიზმარი არასასიამოვნო ამბის მაუწყებელია. თუ გოგონა თავის მეგობარს ემშვიდობება, ცხადში მოსალოდნელია მათი ურთიერთობების გაციება; მაგრამ თუ იგი ამ დროს მხიარულია, შესაძლებელია ძველი შეყვარებულის ადგილი ახალმა დაიკავოს.

  • დამცინავი, გამკილავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე დაგცინით, ახლო მეგობრისაგან მიპატიჟებას მიიღებთ, თქვენ საქმეებს კი წარმატება ელის. თუ გოგონას ესიზმრა დაჭრილი ან მკვდარი დამცინავი, ქილიკი პიროვნება, იგი თავის მეგობარს წაეჩხუბება.

  • დამცირება - თუ სიზმარში გაქვთ დამცირების განცდა, ცხადში გაიგებთ გულსატკენ ამბავს, დაემორჩილებით ეჭვებს და შეწყვეტთ დაწყებულ საქმეს. თუ სხვა ხალხის დამცირების მოწმე გახდით სიზმარში–მიგანიშნებთ თქვენი მეგობრების ვერაგობაზე: იყავით ფრთხილად მოსალოდნელია ჩხუბი.

  • დამწვრობა - დამწვრობა სიზმარში კარგ ამბავს ნიშნავს. თუ დაიწვით სუფთა და ნათელი ალით–თქვენი აზრები იქნება უბოროტო და მეგობრები ამას გაგებით მოეკიდებიან.

    თუ სიზმარში ფეხები დაიწვით შიშველი ფეხით ფერფლზე ან ნაკვერჩხალზე გავლისას–გარშემომყოფთა უნდობლობის მიუხედავად, ნებისმიერი საქმის დასაწყისი წარმატებული იქნება. ამას გარდა, ასეთი სიზმარი მყარი ჯანმრთელობის ნიშანია; თუ ცეცხლი მთლიანად მოგედებათ და იწვით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გიღალატებენ ისინი, ვინც მეგობრად მიგაჩნდათ.

  • დანა - დანა გაყრის, დაცილების ნიშანია; ასევე მოასწავებს ჩხუბსა და ფულის ხარჯს. ჟანგიანი დანა ნიშნავს ოჯახური ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობას და შესაძლო დაცილებას საყვარელ ადამიანთან.

    მჭრელი, ბასრი, ლივლივა დანები მომავალ განცდებს გიქადიან. გატეხილი დანა დამსხვრეული ოცნებების ნიშანია. დანით მიყენებული ჭრილობა ოჯახში აშლილობის ნიშანია, ხოლო უცოლოებისათვის–ღირსების შელახვის. თუ სიზმარში თქვენ დაარტყით დანა ვიღაცას, ცხოვრებაში შეიძლება ჩაიდინოთ უღირსი საქციელი; განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა.

  • დანაკარგი - სიზმარში ნათესავების ან მეგობრების დაკარგვა მოასწავებს კარგად მოფიქრებულ გეგმებში იმედგაცრუებას და უმნიშვნელო სამომავლო პერსპექტივებს.

    ბავშვების დაკარგვა იმაზე მეტყველებს, რომ იქ, სადაც თქვენ წარმატების იმედი გქონდათ, გელით სრული ჩავარდნა.

  • დასვენება - თუ გესიზმრათ, რომ ისვენებთ, ელოდეთ უცხო, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს. თუ გოგონა უკმაყოფილოა დასვენებით–იგი ისე უხეშად მოექცევა მეტოქეს ყოფილი თაყვანისმცემელის წასართმევად, რომ თვითონაც გაუკვირდება საკუთარი სიმამაცის.

  • დასჯა - თუ თქვენ სიზმარში ისჯებით, ე.ი. გამძიმებთ თქვენი მოვალეობანი და, ამიტომაც, მას არაკეთილსინდისიერად ექცევით. თუ მშობლებს ესიზმრებათ, რომ ისინი ზრდიან შვილებს, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, აღზრდის მართებული მეთოდი აირჩიეს თუ არა და ხომ არ აჯობებდა ბავშვებისადმი მეტი პატივისცემის გამოჩენა.

  • დაფიცება - სიზმარში დაფიცება–უსიამოვნებაა ცოლ–ქმარს ან შეყვარებულებს შორის. თუ სიზმარში იგებთ ვიღაცის დაფიცებას–ფრთხილად იყავით მეგობრებთან, ისინი გულწრფელნი არ არიან.

  • დაღლილობა - დაღლილობის გრძნობა სიზმარში მოასწავებს ავადმყოფობას და პრობლემებს სამსახურში. ქალიშვილს, რომელსაც ესიზმრება დაღლილი ხალხი, უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას.

  • დაღუპვა, მარცხი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ დაღუპვას–ეს იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გაწუხებთ გაჭირვების ან საქმის მოულოდნელი ჩავარდნის შიში.

  • დაშორება, მანძილი - თუ სიზმარში სახლიდან შორს იმყოფებით, ეს ხანგრძლივ მოგზაურობას და ბევრ ახალ ნაცნობებს ნიშნავს, რომლებიც დაგეხმარებიან ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში.

    სიზმარში იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც თქვენგან შორს არიან–მსუბუქ წყენას ნიშნავს; რაც შეეხებათ ქალებს, განსაკუთრებით, თუ მათ შებინდებისას ხედავთ, უსიამოვნო შეხვედრის მაუწყებელია.

  • დახმარება - თქვენ მიერ გაწეული დახმარება სიზმარში დიდ თანამდებობას ნიშნავს, რომელსაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიაღწევთ. თუ თქვენ გეხმარებიან, ე.ი. შეგიძლიათ მთლიანად ენდოთ მეგობრებს.

  • დახრჩობა - თუ სიზმარში იხრჩობით, ცხადში უბედური შემთხვევა გელით; მაგრამ თუ თავს შველით, მაშინ უბედურებები გვერდით ჩაგივლიან და თქვენი მიღწევებით გარშემომყოფთაგან მყარ პატივისცემას დაიმსახურებთ. თუ სიზმარში თქვენ წყალწაღებულს გადაარჩენთ, მაშინ ცხადში მეგობარს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარებით. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული იხრჩობა, ცხადში მას უბედურება ელის.

  • დედა - თუ სიზმარში ხედავთ, რომ დედათქვენი შემოდის სახლში, შეგიძლიათ ივარაუდოთ ყველა საქმის კარგ დასაწყისზე. თუ თქვენ მას ელაპარაკებით–უახლოეს მომავალში შეიტყობთ კარგ ამბავს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

    ქალისათვის დედის ნახვა სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო საზრუნავს და ცოლ–ქმრულ იდილიას. სიზმარში თუ ვიღაცის დედა მოკვდა ან ავადაა, მოასწავებს ვიღაცის სიკვდილთან ან შერცხვენასთან დაკავშირებულ მწუხარებას. თუ სიზმარში დედა გეძახით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უღალატეთ თქვენს ჩვევებს და აირჩიეთ არასწორი გზა. თუ ის სიზმარში ტირის ტკივილის გამო–ეს მოასწავებს მის ავადმყოფობას ან იმ უბედურებას, რომელიც თქვენ გემუქრებათ.

  • დედამთილი - ეს სიზმარი ოჯახურ წრეში სერიოზულ უთანხმოებებზე მიუთითებს, მაგრამ ასეთი სიზმრის შემდგომ შერიგებაც გელით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი დედამთილს შეურიგდა–ცხადში მას უგულო ადამიანები ძალზე მოაბეზრებენ თავს.

  • დედოფალი - დედოფლის დასიზმრება გპირდებათ წარმატებულ საქმიანობას, მაგრამ თუ სიზმარში ის გამოიყურება მოხუცებულად ან შეწუხებულად–გელით იმედგაცრუება.

  • დეიდა - თუ ქალიშვილს ესიზმრება თავისი დეიდა, ცხადში ის რაღაც ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც საყოველთაო დაგმობას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ დეიდა სიზმარში მხიარულია და კარგ განწყობაზეა, ე.ი ოჯახში არსებული უთანხმოებები შეწყდება.

  • დეპეშა - თუ სიზმარში დეპეშას ღებულობთ, არასასიამოვნო ამბები გელით; ასევე, გაიგებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც დამახინჯებულად მოგაწვდიან. ზოგჯერ ასეთი სიზმარი თქვენი მხრიდან რაღაც სახიფათო საქმის წამოწყებას ნიშნავს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში სოლიდურ ჯილდოს მიიღებთ. სიზმარი, რომელშიც თვითონ აგზავნით დეპეშას, სამსახურში უამრავ მითქმა–მოთქმას და უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში ტელეგრაფის შენობას ხედავთ ან მასში შედიხართ, მაშინ საქმე, რომელიც თქვენ დაიწყეთ, წარუმატებლად დასრულდება.

  • დიდება, საყოველთაო აღიარება - თუ თქვენი თავი ცნობილ ადამიანად გესიზმრებათ, თქვენი სანუკვარი ოცნებები აგისრულდებათ.

    საკუთარი თავის ხილვა ცნობილ ადამიანთა გარემოცვაში–საქმეებში წარმატების ნიშანია.

  • დილა - თუ გესიზმრებათ ნათელი და წყნარი დილა–მალე იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრებითა და საკუთარი თავით.

  • დოლი - დოლის გამაყრუებელი ხმის გაგონება გაფრთხილებთ, რომ თქვენი მეგობარი განსაცდელშია და დახმარება სჭირდება. დოლი გიწინასწარმეტყველებთ ვიღაცის მეგობრობას, თანასწორ, მშვიდ ურთიერთობას. მეზღვაურებისა და მეთევზეებისათვის ეს არის ნიშანი წარმატებისა და კეთილდღეობისა, ასევეა გლეხებისა და ვაჭრებისათვის.

  • დომინო - სიზმარში დომინოში წაგება ნიშნავს, რომ მეგობარი შეურაცხგყოფთ. ამას გარდა, სიზმარი გაფრთხილებთ იმის შესახებ, რომ თქვენს ახლობლებს მოსვენებას დაუკარგავთ ქალებთან თქვენი გაუაზრებელი ურთიერთობებით და საქმეებით, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას. სიზმარი გაფრთხილებთ აგრეთვე, რომ სერიოზული საფუძველი გაქვთ თქვენს ცხოვრებაზე სანერვიულოდ. თუ გესიზმრებათ, რომ მოიგეთ პარტია, ასეთი სიზმარი მიგანიშნებთ საკმაოდ საეჭვო გატაცებაზე, რომელიც თქვენ ეგოისტურ კმაყოფილებას მოგიტანთ, თქვენ მეგობრებს კი მწუხარებას.

  • დოქი - თუ დაგესიზმრათ დოქი სავსე წყლით ეს არის კარგის ნიშანი, სიმდიდრე. ცარიელი დოქის ნახვა - იმედგაცრუებას მოგიტანს, გატეხილი ან გაბზარული დოქი - ავადმყოფობას და არასასიამოვნო ამბის გაგებას ნიშნავს.

  • დრაკონი - დრაკონი დაუშვებელი სიმკვეთრით გამოხატული ვნებიანობის ნიშანია სხვებთან მიმართებით, განსაკუთრებით თავისი არაკეთილისმსურველებისადმი. დრაკონი განსაკუთრებული, თავისებური გაფრთხილებაა კონფლიქტებისა და უსიამოვნებებისაგან.

  • დრამა - თუ სიზმარში თქვენ სცენაზე უყურებთ დრამას, შესაძლოა, მეგობრები, რომლებიც დღეს ასე შორს არიან, დაბრუნდნენ, მაგრამ თუ დრამა მოსაწყენია, ელოდეთ უსიამოვნო სტუმრებს, რომლებიც უნდა მიიღოთ და გაართოთ; თუ სიზმარში თქვენ წერთ დრამას, მიგანიშნებთ რაღაც ბედნიერ შემთხვევაზე, რომელიც გიხსნით ფულთან დაკავშირებული სიძნელეებისაგან.

  • დროშა - თუ თქვენი ქვეყნის დროშა დაგესიზმრათ, მალე საყოველთაო კეთილდღეობის დრო დადგება. თუ ამ დროს ომია–გამარჯვებით დასრულდება. ქალისათვის სიზმარში დროშა იმის ნიშანია, რომ მას სამხედრო პირი შეუყვარდება. სხვა ქვეყნების დროშები კონფლიქტებს მოასწავებენ. სასიგნალო დროშები იმაზე გაფრთხილებთ, რომ დროა თქვენს ჯანმრთელობასა და რეპუტაციაზე იზრუნოთ–ორივე საფრთხის წინაშეა.

  • დღე - თუ თქვენ გესიზმრებათ ნათელი დღე, ცხადში ბევრი კარგი რამ არ გელით. მოღუშული, უმზეო დღე მოასწავებს დანაკარგს, ახალი საქმე კი წარუმატებელი იქნება.

  • დღესასწაული, ბანკეტი - დღესასწაული სასიამოვნო მოულოდნელობებს ნიშნავს; მაგრამ თუ სიზმარში დაგაგვიანდათ დღესასწაულზე–მოუსვენარი დღეები გელით. ხმაურიანი დღესასწაული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობთ, ცხადში გაუმართლებელ რისკს მოასწავებს. ეს სიზმარი ასევე ნიშნავს თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. თუ დღესასწაულს არეულობაც ახლავს–ელოდეთ ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო გამოწვეულ უბედურებას.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა