სიზმრების ახსნა "ბ" ასოზე - Sizmrisaxsna.Ge

ბ | სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით


  • ბავშვები მრავალი ლამაზი ბავშვი სიზმარში მაუწყებელია ბედნიერების და კეთილდღეობისა. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი ცოტათი ავადმყოფობს, ასეთი სიზმარი ცხადში ჰპირდება მას ჯანმრთელობას, თუმცა, შესაძლოა, სხვა სახის მცირე უსიამოვნებამაც შეაწუხოს ის. მძიმედ ავადმყოფი ან მკვდარი ბავშვი გაფრთხილებაა–თქვენ გაქვთ საფუძველი ინერვიულოთ მასზე, რადგანაც მის კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

    მკვდარი ბავშვი შეიძლება ნიშნავდეს იმედგაცრუებას, რომელიც სულ მალე გეწვევათ. გაბრაზებული ბავშვები ნიშანია მომავალი უსიამოვნებებისა და მტრების გამო შიშისა.

    სიზმარში ბავშვებთან ერთად თამაში, ანცობა და ამით დიდი კმაყოფილების მიღება ნიშანია სამსახურებრივსა და პირად ცხოვრებაში თქვენი წარმატებისა. მომუშავე ან მეცადინე ბავშვები მშვიდი ცხოვრება და გალაღებაა.

    მტირალა ბავშცი ჯანმრთელობის გაუარესებაა. მხიარული ჯანმრთელი ბავშვი–მყარი სიყვარულისა და მეგობრების ნიშანია. თუ ბავშვი მარტო სეირნობს–ეს გარშემომყოფთაგან თქვენი დამოკიდებულების მაუწყებელია. თუ ქალი სიზმარში ბავშვს უვლის, ცხადში ის ადამიანი მოატყუებს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში აიყვანეთ თქვენი ავადმყოფი ბავშვი და მას სიცხე აქვს, დიდი სევდა და ნერვიულობა გელით.

  • ბაზრობა - ხალხმრავალი, ხმაურიანი ბაზრობა მომგებიან სქმიანობასა და კარგ მეგობრებს მოასწავებს

  • ბალახი ეს ჭეშმარიტად კარგი სიზმარია, რომელიც გპირდებათ ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას; თუ თქვენ ხართ ხელოვანი ადამიანი, მაშინ თქვენთან მოვა სახელი, თუ შეყვარებული–გელით ბედნიერი ცურვა სიყვარულის ზღვაში. სიზმარი, რომელშიც დადიხართ მწვანე მდელოზე, ნიშნავს ფართო გზას ბედნიერებისაკენ, მაგრამ თუ გზაში შეგხვდათ ნაკვეთები გამხმარი ბალახით, ეს გიქადით ავადმყოფობას და საქმეში გართულებებს

  • ბალიში დასვენებაზე და სიამოვნებაზე მიგანიშნებთ. თუ გოგონა ბალიშს კერავს, ცხოვრებაში მას ბედნიერი ქორწინება ელის. აბრეშუმის ბალიში ნიშნავს, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ფულის გადახდა სხვა ადამიანებს მოუწევთ.

    ლამაზი, მოქარგული ბალიში წარმატების ნიშანია. პატარა ბალიში თქვენი კარიერისა და წარმატების შეფერხებას მოასწავებს. ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს სულიერი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას.

  • ბანანების დასიზმრება მოასწავებს უსიამოვნო ადამიანთან გარდაუვალ შეხვედრას. თუ სიზმარში ჭამთ ბანანს–ცხადში რისკავთ ახალი საქმის დაწყებას და იღებთ ახალ ვალდებულებებს. დამპალი ბანანი მოასწავებს სახლაფორთო საქმეს. თუ ჰყიდით ბანანებს, მაშინ თქვენ დაკავდებით ტყუილ–უბრალო საქმით, რომელიც ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებთ.

  • ბანაობა, ცურვა - თუ წყნარ წყალში ბანაობთ–ბედნიერი იქნებით. თუ ცურავთ ცუდი გემით, თქვენი გეგმები თქვენს შესაძლებლობებს არ შეესაბამებიან. ზღვაზე მოგზაურობა მემკვიდრეობის მიღებას ნიშნავს. უბედური შემთხვევა ზღვაზე–უსინდისო ადამიანთან შეხვედრას მოასწავებს, რომელიც შეეცდება თავისი მიზნებისათვის თქვენს გამოყენებას.

    თუ ცურვა სიამოვნებას განიჭებთ–სიხარული გელით; თუ მოულოდნელად იძირებით–დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგეუფლებათ; თუ გოგონას დაესიზმრა, რომ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცურავს, იგი ვიღაცას შეუყვარდება. წყალქვეშ ცურვა–უსიამოვნებებია.

  • ბანკეტის დასიზმრება კარგია. მეგობრები შეეცდებიან გასიამოვნონ. მხიარულ, კარგად ჩაცმულ სტუმრებთან ყოფნა, რომლებიც ჭამენ ძვირფასი ჭურჭლიდან და სვამენ ძვირფას ღვინოს, მაუწყებელია დიდი წარმატებისა ნებისმიერ წამოწყებაში და მეგობართა წრეში ბედნიერებისა; მაგრამ არამეგობრული სტუმრების ნახვა ცარიელ მაგიდის ირგვლივ ნიშანია დიდი გაუგებრობისა, გაყრისა და იმედგაცრუებისა.

  • ბანკი - თუ სიზმარში იმყოფებით ბანკის ფოიეში და უყურებთ უსაქმურად, მოწყენით მსხდომ ბანკის თანამშრომლებს–წაგების მომასწავებელია. თუ ოქროს აბარებთ ბანკში–მოულოდნელად გამოიჩენთ გაუფრთხილებლობას და დაუფიქრებლობას; მაგრამ თუ იღებთ ოქროს ბანკიდან, ეს ნიშნავს დიდ წარმატებასა და სიხარულს. ბანკში დაყრილი ვერცხლი და ბანკნოტები გპირდებათ სხვათა პატივისცემასა და საქმეში წარმატებას.

  • ბატი სიზმარში ბატების სისინის მოსმენა მოასწავებს ახლობელი ადამიანის სიკვდილს. თუ ხედავთ მოცურავე ბატებს–წარმატება თანდათანობით დაგიბრუნდებათ, კარგია ბალახზე ბატების ნახვა.მკვდარი ბატი–ახლობლის დაკარგვა და დაკმაყოფილებაა.

    თუ ბატებს ნახულობს შეყვარებული ადამიანი, სიზმარი ეუბნება, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ბატების დაძახება და მათი გამოკვება–ქონების შეძენაა. ხორცის ჭამა სიზმარში–თქვენი შენაძენი დაგაეჭვებთ.

  • ბაღი - აყვავებულ ბაღში საყვარელ ადამიანთან სეირნობა ისეთ ლაპარაკს მოასწავებს, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდით და რომლისაც გეშინოდათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის. ხილის ბაღი, რომელიც მწიფე ხილითაა სავსე, შესრულებული სამუშაოსათვის ჯილდოს მოასწავებს და საქმეში თანასწორუფლებიანი პარტნიორობის საწინდარია. ქალისათვის ასეთი სიზმარი ოჯახური ბედნიერების ნიშანია; მას მოსიყვარულე მეუღლე და დამჯერი შვილები ეყოლება.

  • ბაყაყები - თუ სიზმარში დაიჭირეთ ბაყაყი–ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, თორემ გაანერვიულებთ ახლობლებს. ბაყაყი ბალახზე ნიშნავს კარგ და გაწონასწორებულ მეგობარს, საიდუმლოს შემნახველსა და კარგ მრჩეველს. დიდი ბაყაყი ქალს ჰპირდება მდიდარ ქვრივ მამაკაცზე დაქორწინებას, რომელსაც ეყოლება ბავშვები და მას მათზე ზრუნვა მოუწევს. თუ სიზმარში ჭამთ ბაყაყს–გელით წუთიერი ბედნერება. ბაყაყი ჭაობიან ადგილზე–უბედურებაა, რომელსაც გადალახავთ სიკეთითა და მეგობრების დახმარებით. ბაყაყის ყიყინი გიწინასწარმეტყველებთ სწრაფ გამგზავრებას მეგობრებთან, თუმცა ეს მოგზაურობა სიხარულს არ მოგიტანთ.

  • ბებია და პაპა - სიზმარში თქვენი ბებიასა და პაპას ნახვა და მათთან საუბარი–გართულებაა, რომელსაც ძნელად გაუმკლავდებით. თუმცა კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებთ სიძნელეთა გადალახვას.

  • ბედნიერი, იღბლიანი - თუ სიზმარში თავს იღბლიანად იგრძნობთ, ძალზე პერსპექტიული მომავალი გელოდებათ–სურვილი აგისრულდებათ და საინტერესო სამუშაო გექნებათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი დაკარგული აქვთ, ეს სიზმარი სიძნელეების დაძლევას უქადის.

  • ბეღურა - ბეღურას დასიზმრება ყოველთვის მოასწავებს ბედის შემოტრიალებას, ან თქვენ შეუფერებელი გარემოცვა გყავთ.

  • ბეჭედი, რგოლი - თუ სიზმარში თითზე გიკეთიათ ბეჭედი–ახალი საქმის დასაწყისია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. გატეხილი ბეჭედი ნიშანია უბედური ცოლ–ქმრული ცხოვრებისა ან შეყვარებულთა დაშორებისა. თუ გოგონა სიზმარში მიიღებს ბეჭედს, ე.ი ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, რადგან მისი შეყვარებული თავის აწმყოსაც და მომავალსაც მას მიუძღვნის. ბეჭდის ნახვა სხვა ადამიანზე ნიშნავს თქვენი კეთილდღეობის ზრდასა და მრავალ მეგობარს.

  • ბილიარდი - ბილიარდის ნახვა მოასწავებს უცაბედ უსიამოვნებას. შესაძლოა, ქონებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ან დანაკარგი მტრების ვერაგული თავდასხმების გამო. თუ გესიზმრებათ ბილიარდის მაგიდა და ბურთები არასათამაშო მდგომარეობაში, ეს, ნიშნავს, რომ ცბიერ მეგობრებს თქვენი ვნება სურთ.

  • ბილიკი - თუ სიზმარში მიდიხართ ვიწრო, არასწორი ბილიკით, ცხადში უამრავი პატარ–პატარა უსიამოვნებები დიდი ხნით გამოგიყვანენ მწყობრიდან. თუ გესიზმრებათ, რომ ეძებთ ბილიკს, რომელსაც აცდით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში განიცდით წარუმატებლობებს მუშაობის ბოლო სტადიაზე, იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებით უნდა დაგესრულებინათ უახლოეს დროში. თუ მიდიხართ სწორი ბილიკით, რის გასწვრივაც იზრდება გაფურჩქვნილი ყვავილები და ხშირი ბალახი–ასეთი სიზმარი გიქადით იმ ურთიერთობებისაგან გათავისუფლებას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებდათ.

  • ბინდი - ბინდი სიზმარში ნიშნავს ძალის გამოცლას და აუსრულებელ ოცნებებს.

  • ბიძა - თუ დაგესიზმრათ თქვენი ბიძა, მალე მოისმენთ სამწუხარო ახალ ამბავს. თუ ბიძას ნახავთ დასუსტებულს, შეწუხებულს, თუნდაც რამდენჯერმე–იმის ნიშანია, რომ ნათესავებთან შეგექმნებათ რაღაც უსიამოვნება, რომელიც გახდება დროებით გაუცხოების მიზეზი.

    ბიძა ნახო მკვდარი, ნიშნავს, რომ გყავთ ძლიერი მტერი. თუ თქვენ სიზმარში გაუგებრობაში იმყოფებით ბიძასთან, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაფუჭდეს თქვენი ოჯახური ცხოვრება, თუმცა ეს სიზმარი შეიძლება ასევე ნიშნავდეს ხანგრძლივ ავადმყოფობას.

  • ბიძაშვილი (დეიდაშვილი ან მამიდაშვილი) - ბიძაშვილის დასიზმრება მოასწავებს იმედგაცრუებასა და გაბრაზებას. ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა. თუ სიზმარში ხედავთ გაცხოველებულ მიმოწერას ბიძაშვილებს შორის, ცხადში შესაძლებელია განხეთქილება ნათესავებში.

  • ბოლი - ბოლი სიზმარში სახიფათო ნიშანია. თუ გესიზმრებათ, რომ ბოლმა გაგგუდათ, მოემზადეთ იმისათვის, რომ თქვენ გაგაცურებენ და მოგატყუებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოინდომოს თქვენი ნებისყოფის გატეხვა და თავისზე დაქვემდებარება.

  • ბრაზი - თუ სიზმარში ბრაზდებით, მოასწავებს მტრების გაჩენას და ცვლილებებს ბიზნესში. თუ სხვებს ხედავთ ამ მდგომარეობაში, თქვენს საქმიანობას შეწყვეტს სიკვდილი ან უსიამოვნო გადაუჭრელი პრობლემები. თუ გესიზმრებათ, რომ ცოფიანი ცხოველი გკბენთ, ცხადში ელოდეთ სკანდალს ან მეგობრების ღალატს.

  • ბრალდება - თუ სიზმარში ბრალს სდებთ ვინმეს–მეგობრებს წაეჩხუბებით. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ გდებენ ბრალს, შესაძლოა, ვიღაცაზე შეგნებულად გაავრცელოთ ჭორები.

  • ბრენდი, კონიაკი - ბრენდი სიზმარში გაფრთხილებაა: გმართებთ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებანი, ასევე სიზარმაცის დაძლევა, რომელიც გიშლით საქმეებში.

  • ბრმა, სიბრმავე - თუ სიზმარში მოულოდნელად დაბრმავდით, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდება, რომლებმაც შეიძლება სიღარიბე და ხელმოკლეობა გამოიწვიოს. ამ სიტუაციიდან გამოსვლას თქვენი შემართებითა და ვაჟკაცობით შესძლებთ. თუ თქვენ ბრმები დაგესიზმრათ, ცხადში ვიღაცა თქვენგან დახმარებას ელოდება.

  • ბრძანება - თუ გესიზმრებათ, რომ გიბრძანებენ, ე.ი. თქვენი კოლეგები განსჯიან თქვენს ათვალწუნებას უფროსთან მიმართებაში. თუ თქვენ უბრძანებთ ვინმეს–ცხადში მიიღებთ ახალ წოდებას, მაგრამ თუ მკაცრად მბრძანებლობთ, ამაყად, ან, თუნდაც, უხეშად–ელოდეთ იმედგაცრუებას.

  • ბრძოლა - სიზმარში ბრძოლა ნიშნავს ჭიდილს ხიძნელეებთან და ღირსეულ გამარჯვებას. თუ სიზმარში ბრძოლაში დამარცხდით, ზოგიერთი ადამიანის სულიერი მოქმედება ხელს შეგიშლით კეთილი განზრახვის შესრულებაში.

  • ბუზი, ბზიკი - ბუზი მტრებს მოასწავებს, რომლებიც ურთიერთობებს გაგირთულებენ: თუ ბზიკმა გიკბინათ, ე.ი. გვერდით მყოფებს შურთ თქვენი და ვერ გიტანენ; სიყვარულში სერიოზული მეტოქე გამოგიჩნდებათ. ბუზის მოკვლით თქვენ აჯობებთ თქვენს მტრებს; თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი ნიშნავს ძველ მეგობართან განხეთქილებასა და სიღარიბეს.

  • ბულკის ჭამა სიზმარში, ნიშანია უკმაყოფილების.

  • ბუშტი - როცა ბავშვი საჰაერო ბუშტს ბერავს ან ჰაერში უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასვენების შესახებ თქვენი ოცნებები ფუჭია.

  • ბუხარი ნახო – სიმდიდრისა და ფართო ოჯახის, ანუ წარმატების ნიშანია.




  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა