↓ ანბანი
  • აბაზანა თუ ახალგაზრდა სიზმარში იღებს აბაზანას – ეს მოასწავებს მღელვარებას საყვარელი ადამიანის გამო და მისი პატივისცემის დაკარგვის შიშს. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი აფრთხილებს უბედურ შემთხვევაზე ან მუცლის მოშლის საშიშროებაზე, მამაკაცს კი – ღალატზე. ასეთი სიზმრის შემდეგ გმართებთ დიდი სიფრთხილე ნებისმიერ საქმეში.

  • აბანო ორთქლის აბანოში ბანაობა გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ სახლიდან და მეგობრებიდან მოშორებით, თუმცა ეს დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ გესიზმრებათ, რომ სხვები ბანაობენ, თქვენ დაკავებული იქნებით სასიამოვნო ნაცნობობით.

  • აბები სიზმარში წამლის აბის მიღება–ცხადში ბავშვის ავადმყოფობას ნიშნავს, თუმცა ეს თქვენ დიდ ტვირთად არ დაგაწვებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს აძლევთ აბს, ეს მიანიშნებს გარშემომყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას თქვენი მუდმივი უხასიათობით. უფრო გულღია და თბილი იყავით ადამიანებთან და ყველაფერი მოგვარდება.

  • აბორტი სიზმარში თუ ქალი თანახმაა აბორტზე, მართებს სიფრთხილე, რათა არ ჩაიდინოს ისეთი საქმე, რომელიც მას შეარცხვენს და ზიანს მიაყენებს. თუ ეს ოპერაცია ესიზმრება ექიმს, ე.ი სიზმარი შეახსენებს პროფესიულ ვალზე, რომლის უგულებელყოფის უფლება მას არ აქვს.

  • აბუჩად აგდება, არაფრად მიჩნევა თუ სიზმარში ვინმე აბუჩად აიგდეთ, ცხადში ერიდეთ უხეშობასა და სულელურ მანერებს. ხოლო თუ თქვენ აგიგდეს აბუჩად, არა ერთხელ ინანებთ მასში თქვენი მონაწილეობის გამო.

  • ადგილი ( ტრანსპორტში და ა.შ.) თუ სიზმარში შოულობთ ბილეთს (ადგილს ნახულობთ), ცხადში დაზარალდებით საკუთარი ალტრუიზმის გამო. თუ ქალს ესიზმრება, რომ სხვამ გადაუხადა ფული, ეს მიუთითებს მის დაუცველობაზე ვიღაცის ეშმაკობის წინააღმდეგ.

  • ავადმყოფობა თუ ქალი სიზმარში ავადაა, მაშინ მას გაუთვალისწინებელი მოვლენა სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და აიძულებს, უარი თქვას მოსალოდნელ ვიზიტზე.

  • ავანტიურისტი თუ სიზმარში გახდით ავანტიურისტის მსხვერპლი, საქმეს წარმატებით ვერ დაასრულებთ. შესაძლოა, თქვენ გვერდით გყავთ მლიქვნელი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგატყუოთ. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს თავგადასავლის მაძიებელ ავანტიურისტად, ასეთი სიზმარი აფრთხილებს მას, რომ მეტისმეტად არ გაიტაცოს თავისმა პერსონამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გახდება პირმოთნე ფარისევლის მსხვერპლი.

  • ავეჯი შავი ფერის შავი ფერის ავეჯი–ე.ი. თქვენს ოჯახში გამეფდება საერთო უკმაყოფილების ატმოსფერო.

  • ავტომობილი თუ თქვენ სიზმარში მგზავრობთ ავტომობილით, ეს ნიშნავს სასიამოვნო ხლაფორთს, რომელიც დამთავრდება საქმეებში სასიამოვნო ცვლილებით. თუ სიზმარში მოყევით ავტოკატასტროფაში, მაშინ კარგს ნუღარ ელით იმ გართობისაგან რომელშიც თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ თავი დააღწიეთ ავტოკატასტროფას ეს კარგი ნიშანია: შეძლებთ მოწინააღმდეგისაგან თავის დაღწევას.

  • აივანი შენი თავი ნახო აივანზე–კარგის მომასწავებელია. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის დგას აივანზე შეყვარებულთან ერთად–ე.ი. ბედნიერი ქორწინება ახლოსაა. ძველი აივანი მოასწავებს ოცნებების განადგურებას, იმედგაცრუებას ბიზნესსა და სიყვარულში.

  • ალბომი ალბომის დასიზმრება, რომელსაც ათვალიერებთ ან, უბრალოდ, ხელში იღებთ, გპირდებათ ცხოვრებისეულ წარმატებებს და ნამდვილი მეგობრის შეძენას. თუ ქალს ესიზმრება, რომ ალბომში ათვალიერებს ფოტოებს–მას გამოუჩნდება გულითადი მეგობარი, რომელთანაც ის ბედნიერი იქნება.

  • ამანათი სახლში მოტანილი ამანათი სასიამოვნო მოულოდნელობას ნიშნავს; შესაძლოა ის ადამიანი დაბრუნდეს, რომელიც თქვენგან შორს იმყოფებოდა ან საქმეებით იყო დაკავებული. თუ თავად მიგაქვთ სადმე ამანათი, ე.ი. მოსაწყენი სამუშაო გელით. ამანათი, რომელიც ხელიდან გაგივარდათ, რაღაც საქმეებში წარუმატებლობას გულისხმობს.

  • ამინდი თუ სიზმარში ამინდს აქცევთ ყურადღებას, ცხადში თქვენი წარმატებები მყარი არ იქნება: გარკვეულ საქმეებში შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ ეს დროებითია. სიზმარში ამინდის პროგნოზის წაკითხვა, ბევრი ფიქრის შემდეგ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას მოასწავებს, თუმცა ამით მხოლოდ მოგებულნი დარჩებით. სიზმარში ამინდის წინასწარმეტყველება – ოჯახში უსიამოვნებას ნიშნავს.

  • ამპუტაცია თუ თქვენ სიზმარში ხედავთ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციას, ელოდეთ მცირეოდენ დანაკარგს სამსახურში. სიზმარში ხელისა და ფეხის მოკვეთა მაუწყებელია სავაჭრო საქმეში წაგებისა. მეზღვაურებს ასეთი სიზმარი აუწყებს გრიგარს, ქონების დაკარგვას. დიდ უბედურებაში მყოფ ხალხს ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ აუცილებლად უნდა შეძლონ სულიერი მხნეობის მოკრება განსაცდელთან გასამკლავებლად.

  • ანგელოზები სიზმარში ანგელოზების გამოცხადება ნიშნავს, რომ რაღაც შეაშფოთებს და შეაწუხებს თქვენს სულს. თუ სიზმარი სასიამოვნოა, მაშინ თქვენ მეგობრებისაგან გელით კარგი ახალი ამბავი ან მემკვიდრეობა უცნობი ნათესავისგან. სიზმარი ასევე შეიძლება გაფრთხილებდეთ ჭორზე, რომელიც შეეხება თქვენს საქმიან ან პირად ურთიერთობებს ხალხთან. კეთილი ადამიანებისათვის ანგელოზი სიზმარში ნუგეშს, შეგულიანებასა და მონანიებას ნიშნავს.

  • ანდერძი სიზმარში თქვენ მიერ ანდერძის დაწერა ნიშანია მომავალში მძიმე ცხოვრებისეული სიძნელეებისა და განცდებისა. თუ ვიღაცას ესიზმრება, რომ ანდერძი არ შედგა თქვენს სასარგებლოდ, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში გემუქრებათ ჩხუბი და სასამართლო ძიება. თუ სიზმარში ვერ შეძელით თქვენი ანდერძის დამტკიცება, გემუქრებათ ცილისწამება. ანდერძის გაუქმება იმის გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ ცხადში უკვე ხდებით გამყიდველობისა და ტყუილის მსხვერპლი. ანდერძის გაუქმება – არასასურველი ნიშანია თქვენი კომერციული საქმიანობისათვის.

  • ანეკდოტი სიზმარში ანეკდოტის მოყოლა ნიშნავს, უპირატესობა მიანიჭო მხიარულ კამპანიას სერიოზულთან შედარებით და საქმე წაიყვანო არათანამიმდევრულად და არასერიოზულად. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში ანეკდოტის მოსმენა ნიშნავს, რომ ის მოხვდება საეჭვო გართობის მაძიებელ ძალიან მხიარულ ადამიანთა საზოგადოებაში.

  • არაყი არყით დათრობა ნიშანია მხიარულ და ხმაურიან მეგობრებთან შეხვედრისა. ეს სიზმარი ყოველთვის ნიშნავს, რომ თქვენ ტყუილუბრალოდ დაკარგავთ დროსა და ენერგიას საეჭვო გართობაზე, რაზეც მალე ინანებთ.

  • არყოფნა თუ სიზმარში გაღელვებთ ვიღაცის არყოფნა, შეინარჩუნებთ მეგობარს, რომელსაც ძალიან უფრთხილდებოდით; თუ სიზმარში გახარებთ მეგობართან არყოფნა, ე.ი მალე მოიცილებთ მტერს.

  • არშიყობა თუ ქალს ესიზმრება თაყვანისმცემლები და მათი არშიყობა, ცხადში მას არავინ ითხოვს და დიდი ხნით დაეუფლება გულგატეხილობა მამაკაცების მიმართ.

    თუ მამაკაცი ქალს ეარშიყება–რეალურ ცხოვრებაში მისი ქალიშვილის უიღბლო ქორწინება დასრულდება განქორწინებით.

  • არჩევნები თუ სიზმარში მონაწილეობას იღებთ არჩევნებში, ცხადში მოგიწევთ გამოსვლა რაღაც დისკუსიაზე, რომელიც ზიანს მიაყენებს თქვენს მდგომარეობას საზოგადოებაში და შეარყევს თქვენს კეთილდღეობას.

  • არწივი მოლივლივე არწივი ხელჩართულ ბრძოლას გიქადით, რომელიც თქვენი გამარჯვებით დამთავრდება–ცხოვრებაში განახორციელებთ თქვენს მიზნებს და მიაღწევთ სასურველს; თუ არწივი მაღლა ცაში დაფრინავს, ბედი ყველა სიკეთით დაგასაჩუქრებთ, რაც კი შესაძლებელია.

  • აუქციონი აუქციონის ნახვა სიზმარში კარგის ნიშანია. თუ თქვენ სიზმარში გესმით აუქციონერის ხმა, რომელიც აცხადებს ფასებს, ეს გპირდებათ ბრწყინვალე პერსპექტივასა და კარგ გამოსავალს რისკიანი ოპერაციიდან.

  • აფეთქება აფეთქების ნახვა იმის მაუწყებელია, რომ თქვენ გარშემომყოფთა შეცდომები გამოიწვევენ დანაკარგსა და თქვენს უკმაყოფილებას. თუ თქვენ და სხვებს სახე გაგიშავდათ აფეთქებისაგან, მაშინ ტყუილუბრალოდ დაგადანაშაულებენ ლაქლაქში და გარემოებაც თქვენ წინააღმდეგ იქნება.

    ბოლი და ნამსხვრევები ნიშნავენ საქმიან წრეებსა და საზოგადოებაში უსაფუძვლო დაუკმაყოფილების გრძნობას. თუ სიზმარში თქვენ ცეცხლში ხართ გახვეული ან აფეთქების ტალღამ გადაგაგდოთ, მაშინ თქვენი უღირსი მეგობრები ბოროტად ისარგებლებენ თქვენი ნდობით და გაგწირავენ. ახალგაზრდა გოგონები ასეთი სიზმრის შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას.

  • აქლემი აქლემის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია: თქვენ გამოავლენთ მოთმინებასა და სიმტკიცეს, გადალახავთ წარუმატებლობებს, რომლებმაც თავის დროზე გაგიცამტვერათ ყველა ოცნება უკეთესობისაკენ. თუ დაგესიზმრათ, რომ აქლემის პატრონი ხართ, გახდებით მდიდარი მაღაროს მფლობელი.უდაბნოში მოხეტიალე აქლემის ქარავანის ნახვა ნიშნავს დახმარებას, რომელიც გადაგარჩენთ უკანასკნელ წუთს. ეს სიზმარი, ავადმყოფებს, მოსალოდნელის საპირისპიროდ, სწრაფ გამოჯანმრთელებას ჰპირდება.

  • აღდგომა სიზმარში თუ ნახეთ, რომ ვითომ თქვენ აღსდექით– უდიდესი უსიამოვნების მომასწავებელია, რომელსაც მანამდე განიცდიდით, ვიდრე თქვენი იმედების შესრულებას მიაღწევთ. სიზმარში სხვების აღდგომის ნახვა მოასწავებს შიშსა და მღელვარებას, რომელსაც შეგიმსუბუქებთ მეგობრების ზრუნვა.

  • აჩრდილი, მოჩვენება თუ სიზმარში ცაზე დაინახეთ მოჩვენება ან ანგელოზი, ეს მოასწავებს ახლო ნათესავის დაკარგვას ან სხვა უბედურებას. თუ სიზმარში თქვენგან მარჯვნივ ცაში ქალის მოჩვენებაა, მარცხნივ კი კაცის, რომლებიც მხიარულად გიყურებენ–ეს გაურკვევლობისაგან თავის დაღწევას და წარმატების სწრაფად მიღწევას მოასწავებს, მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან სიკვდილის მოახლოებას იგრძნობთ.

  • ახალი ამბები სიზმარში კარგი ახალი ამბების მიღება წარმატების საწინდარია; ცუდისა–პირიქით.

  • ახალი წელი სიზმარში ახალი წლის შეხვედრა უკეთესი მომავლის საწინდარია. გოგონას ასეთი სიზმარი წარმატებულ ქორწინებას ჰპირდება. თუ გესიზმრათ, რომ ახალ წელს ხვდებით დაღლილი და ზეიმი არ გახარებთ, მზად იყავით ახლობელ ადამიანებთან უსიამოვნებისათვის.



  • სიზმრების ახსნა აღებულია საიტიდან lady.mcvane.ge. ყველა უფლება დაცულია.
    რეკლამა
    რეკლამა
    რეკლამა